„მაშინ ამის ახდენა აბსურდად მიმაჩნდა, თუმცა გავიდა ერთი წელი და“… | Jolo.ge


„მაშინ ამის ახდენა აბსურდად მიმაჩნდა, თუმცა გავიდა ერთი წელი და“…

„მაშინ ამის ახდენა აბსურდად მიმაჩნდა, თუმცა გავიდა ერთი წელი და“…

„ერთ-ერთი დაბრკოლების შემდეგ მივხვდი, ეს რომ არ ყოფილიყო მე ვერ გავიზრდებოდი“ — ამბობს მარი ბეკურიშვილი, ბიზნესლედი, რომელმაც წლების წინ თავისი საქმიანობა ნულიდან დაიწყო და დღეს მილიონიანი ბრუნვა აქვს. 

ტურისტულიკომპანია «Blue Sky Destination Management»-ის დამფუძნებელი იხსენებს პერიოდს, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

სწორედ მარისგან შევიტყობთ რამ აუმაღლა თვითშეფასება, რამ გახადა მიზანდასახული, რამ აუხდინა ოცნებები და ყოველივე ამაში რა როლი მიუძღვის პიროვნული ზრდის ტრეინინგებს.

mari1მარი ბეკურიშვილი: პირველივე დღიდანვე შევიცვალე, არადა როდესაც ვამბობდი, ტრეინინგზე მივდივარ-მეთქი, ჩემი მეგობრები იცინოდნენ….სულ სადღაც მიიჩქარი და სულ გაღიმებული დადიხარო.

ხათუნა მუზაშვილთან ნორბეკოვის პირველი გამაჯანსაღებელი ნაბიჯები სწორედ ღიმილით იწყება. მერე უკვე საკუთარი თავის რწმენა გიმყარდება, ბევრად უფრო თვითდაჯერებული ხდები. არსებობს დრო ტრეინინგამდე და ტრეინინგის შემდეგ.

-ხათუნამდე და ტრენინგამდე რა ხდებოდა?

-ტრენინგამდე ვცხოვრობდი ჩვეულებრივ, დავამთავრე უმაღლესი, ახალი გაცილებული ვიყავი მეუღლეს და მქონდა რთული პერიოდი. ამ კურსებზე მოხვედრისთანავე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

-კონკრეტულად რა შეიცვალა ტრეინინგის გავლის შემდეგ ?

-ბევრი რამ… ნორბეკოვის ტრენინგზე არის ერთი დავალება, იმ სამუშაოებს გაწერინებენ სადაც სიამოვნებით იმუშავებდი. მეც ჩამოვწერე რამდერნიმე, ასევე ვთქვი რომ ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ავიაკომპანიის წარმომადგენელი. მაგრამ მაშინ როდესაც ამას ვწერდი, ეს აბსურდად მიმაჩნდა. თუმცა, ხომ ხდება რაღაც შინაგანად გულით გინდა გააკეთო და ოცნების დონეზე გაქვს. ამ ჩანაწერიდან არ გასულა ერთი წელი და იდეაც მომწიფდა.

როდესაც ვნახე რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი, აღმოვაჩინე, რომ ეს იდეა სწორედ იმ ტრენინგზე გაჩნდა.

ასე იყო მოგზაურობასთან დაკავშირებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაბილეთების მიმართულებით ვმუშაობდი, შეხება მქონდა მგზავრებთან, მე თვითონ ვუწერდი ბილეთებს… მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი ფულის დაზოგვას და  სამოგზაუროდ გამგზავრებას.  ძალიან მიზერული ხელფასი მქონდა — 170 ლარი.

წლების შემდეგ, როდესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, ჩანაწერებში აღმოვაჩინე ჩემი ოცნება მოგზაურობაზე, საბერძნეთის სანაპიროზე ვნებივრობდი. იმ პერიოდში დეიდაჩემი იყო საბერძნეთში და ვიფიქრე ალბათ, ერთადერთი სადაც შეიძლებოდა წავსულიყავი ეს საბერძნეთი იყო. მართლაც ასე მოხდა, მერე კი 25-ზე მეტ ქვეყანაში ვიყავი.

mari123-ანუ თქვენი ოცნებების ახდენას ამ ტრეინინგებს „აბრალებთ?“

-ტრეინინგის გავლის შემდეგ შეიცვალა ჩემი გონება.

ამ კურსმა მარტო იმაზე კი არ იმოქმედა რომ ჩემი წარმატებული კომპანია და შემოსავალი მქონოდა, ყველაფერში დამეხმარა, ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, ფასეულობები გადაფასდა ჩემში…

მარტო გაღიმებით იცვლება ცხოვრება, ყოველ დღე რომ გაგაღიმებს ხათუნა და მთელი დღის განმავლობაში ასე სიარულს „გაიძულებს“, შეუძლებელია ეს ცვლილებები არ მოხდეს შენში. პოზიტიურად განმაწყო ცხოვრების მიმართ.

ჩემს თანამშრომლებს დღემდე ამას ვეუბნები, გაიღიმეთ და დაიწყეთ დღე ღიმილით.

-ახლდა თუ არა წვალება შენს საქმიანობას, თუ მალე მოვიდა წარმატება?

განვითარების ბევრი ეტაპი გავიარეთ, იყო სირთულეებიც. უკვე მეშვიდე წელია რაც «Blue Sky Destination Management»ვმუშაობთ საქართველოს  ბაზარზე. დღეს გვყავს ძალიან კარგი და კვალიფიციური თანამშრომლები, პარტნიორები, როგორც უცხოეთში ასევე საქართველოში. ყველანაირი მომხმარებლის ნებისმიერი ტიპის სერვისით უზრუნველყოფა შეგვიძლია.  ვთანამშრომლობთ უამრავ ავიაკომპანიასთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.  ნებისმიერ სურვილს  ვასრულებთ მგზავრისას და ჩვენი კლიენტისას სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი კომპანია გამორჩეულია იმით რომ ორიენტირებულები ვართ  ხარისხზე. ჩვენს მიერ დაგეგმილი, მომზადებული ნებისმიერი პროდუქტი, სერვისი გამორჩეულია ხარისხით.

-ნუთუ ერთმა ტრეინინგმა ასე იმოქმედა? არიან ადამიანები, რომლებიც უამრავ ტრეინინგებს გადიან, მაგრამ შედეგს ვერ დებენ.

-თუ გინდა რაღაცა შეცვალო, უნდა შეცვალო… და თუ არ გინდა რომ შეცვალო, მსმენელი დარჩები.

ძალიან შესამჩნევი იყო კურსის მონაწილეთა ცვლილება. რომ გადაგვეღო ფოტოები მდე და შემდეგ აშკარად დაინახავდით სხვაობას. ხალხი რომლებიც მოვიდნენ, იყვნენ დიასახლისის ტიპის ქალები, ყველა თავისი პრობლემით. რომ დავამთავრეთ კურსი სულ სხვანაირები მოდიოდნენ, გაღიმებულები, ბედნიერები, მიზანდასახულები…

-მსმენელებისგან ისიც მსმენია ამ სახის ტრეინინგები ფულის კეთების მახეო

-აი, სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მსმენელებად დარჩნენ. მახსოვს კიდევ ერთი დავალება ტრეინინგიდან.

რამდენი გინდა რომ იყოს თქვენი შემოსავალი?

მე დავაფიქსირე 30 000 თვეში.

მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ტურისტული კომპანია, თავიდან სახლიდან დავიწყეთ მუშაობა. ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი… მერე ვიქირავეთ ფართი, ავიყვანეთ თანამშრომლები და … რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ჩემს ანგარიშზე ფულის ბრუნვა 30 000 ლარს გადასცდა. ტურიზმის ბიზნესი სხვანაირია, მილიონებს აბრუნებ მაგრამ შეიძლება მოგება არ გქონდეს მილიონი.

საერთოდ კარგად უნდა გათვალო, კარგად უნდა დაალაგო შენი ოცნებაც და ზუსტად იმას მიიღებ.  ეს ყველაფერი გავიარე,გამოვცადე, მივიღე და ასე გრძელდება დღესაც…თუ შინაგანად მოინდომებ  აუცილებლად ასრულდება, ასე არის ჩემ შემთხვევაში და ტურისტული კომპანია «Blue Sky Destination Management» ამის თვალსაჩინო მაგალითია.

-წარმატებული რომ გახდეს ქალი რა არის ამისთვის საჭირო?

-თვითდაჯერებულობა აუცილებლად. ნებისმიერს შეუძლია იყოს წარმატებული, ნებისმიერს აქვს ამის შესაძლებლობა. ჩემში ეს იყო მიძინებული რაღაც პერიოდი და ტრეინინგიდან მიღებულმა მოტივაციამ და მერე ჩემმა ოპტიმიზმა უფრო გააღრმავა. ერთი პოზიტიური ბიძგი სჭირდება ადამიანს.
ამას ვეუბნები ჩემს თანამშრომლებსაც, არ არსებობს- მე ვერ ვაკეთებ, არ შემიძლია…

ერთ-ერთი დაბრკოლების შემდეგ მივხვდი,რომ ეს დაბრკოლება რომ არ ყოფილიყო მე ვერ გავიზრდებოდი. ამიტომ ყველა დაბრკოლებამ და ყველა პატარა წარუმატერბლობამ შეიძლება ითქვას რომ ბევრად ძლიერი გამხადა. მაგრამ ეს უნდა გაიაზრო, გააცნობიერო, მერე უკვე ადვილია… აქაც ხათუნას მიერ ჩატარებულმა ნორბეკოვის ტრეინინგმა ითამაშა დიდი როლი…

-ამჯერად კი თავად ნორბეკოვი სტუმრობს საქართველოს, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მიიღონ მონაწილეობა , მაგრამ მაინც ვერ გადაუწყვეტიათ, ორჭოფობენ ?…

თუ აქვთ გადაწყვეტილი რომ შეცვალონ ცხოვრება საორჭოფო აქ არაფერია. უნდა გააკეთონ! ტრეინინგზე ცხოვრების შეცვლა, მხრებში გაშლითა და ღიმილით იწყება, ეს უკვე წარმატებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია.

თუ არ ხარ გაშლილი მხრებში, თუ არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, რაღაცა გზღუდავს… რატომ არ უნდა გააკეთო დღეს და რატომ უნდა გადადო ხვალისთვის? არ მესმის…  მინდა მაგრამ ეხლა არა, არასწორია, თუ გინდა უნდა გააკეთო, ხვალ უბრალოდ დროს გაკარგვინებს.

დეა თავბერიძე

 

ნანახია:(896)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მივაღწიოთ წარმატებას — ინტერვიუ წარმატებულ ქართველ ბოდიბილდერთან

მისი ბიოგრაფია ბევრი რამით არის საინტერესო და გამორჩეული.  ბავშობიდანვე  მიზნად დაისახა,  წარმატებული ბოდიბილდერი გამხდარიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეალობა ოცნებაზე უკეთესი


რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი და ტრენერი, რომელსაც ბევრი თავის წარმატებულ მომავალს უმადლის, დღეს ჩვენი სტუმარია.  ნობერკოვის სისტემის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, მეცამეტე წელია


იოანე არაბულის გზა დიდი მიზნებისკენ

მისთვის მუსიკა გრძნობების გამოთქმაა – ასე ქმნის ჟანრობრივად მრავალფეროვან კომპოზიციებს… მისი მუსიკის პირველი შემფასებელი კი მეუღლეა, „ადამიანი, რომელშიც სულის სიმშვიდე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*