მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა, მაშინვე რაღაცას იგრძნობთ | Jolo.ge


მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა, მაშინვე რაღაცას იგრძნობთ

მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა, მაშინვე რაღაცას იგრძნობთ

— რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?

— ქალს? — სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი — ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.

— რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? — თუმცაღა სწორი კია…

— ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.

— როგორ მაინც?

— როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა «ტან-ფეხი» გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?

— მაშინ თქვენ სცადეთ…

— ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.

— ფეხაკრეფით?

— კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.

— და როცა მოვა, — როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს — დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.

— ეს როგორ…

— ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე — მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…

— რას ამბობენ…

— არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…

— თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…

— სახის ჩრდილები, — ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, — შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…

— ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.

— არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო — ტან-ფეხი…

— თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.

— ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, — არ შემიძლია…

— რატომ?

— რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.

— არა, არა, მაგიტომ არა…

— აბა რატომ?

— რატომ და ვიბნევი, — თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…

— აი, თუნდაც ხელისგული…

— ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ — მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ — რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული…

ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, «სამოსელი პირველი»

 

ნანახია:(4586)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა ბედისწერას გიმზადებთ სახლის ნომერი, რომელშიც ცხოვრობთ

იცით თუ არა, რომ სახლებს საკუთარი ენერგეტიკა და კოსმიური ვიბრაციაა გააჩნიათ? როგორც წესი ნებისმიერი ჩვენგანი თავისთავად იზიდავს მისთვის მნიშვნელოვან საცხოვრებელ


გააბედნიერეთ საკუთარი მამაკაცი

თუ თქვენი მამაკაცი ბედნიერია, თქვენც ბედნიერი ხართ, რადგან ის იზრუნებს თქვენზე. თუმცა ალბათ ბევრმა ქალმა არ იცის რა სჭირდებათ მამაკაცებს


„სათამაშო“ 40 წლის შემდეგ

ყველასთვის საყვარელი ფილმის „სათამაშოს“ გმირები, ერთმანეთს 40 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ხვდებიან და ამ შეხვედრის სამახსოვროდ ფოტოსაც იღებენ. ფოტო, რომელსაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*