„მაშინ ვერაფერი შეურაცხყოფს, ვერაფერი შეაშინებს მის სრულყოფილებას“… | Jolo.ge


„მაშინ ვერაფერი შეურაცხყოფს, ვერაფერი შეაშინებს მის სრულყოფილებას“…

„მაშინ ვერაფერი შეურაცხყოფს, ვერაფერი შეაშინებს მის სრულყოფილებას“…

როგორ მინდა ჩვენი ეკლესია იყოს უდრტვინველი, მშვიდი, აბსოლუტური სიყვარულით განრიდებული ამაოებას და უვნებელი მისგან, ისეთი, როგორიც ღმერთია.

მაშინ ვერაფერი შეურაცხყოფს, ვერაფერი შეაშინებს მის სრულყოფილებას, ვერაფერი გამოიყვანს მდგომარეობიდან.

როგორ მინდა, წყევლა-კრულვა არ გაისმოდეს მისგან, არამედ მხოლოდ სიყვარული.

როგორ მინდა ეკლესია მაინც იყოს ყველას თანაბარი თავშესაფარი, სულელის და ჭკვიანის, ცოდვილის და უცოდველის, ლაზღანდარასი და სერიოზულის და არასდროს დაპატარავდეს, არასდროს დაემსგავსოს გუბეს, რომელსაც პატარა კენჭის ჩაგდება არხევს რკალებად.

«ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინებისო» იმ გენიოსმა რისთვის თქვა, აბსოლუტური სინათლე განსჯას და დახარისხებას გამორიცხავს, შენ თუ მზე ხარ, ანათე, შენ ანათე და ვარდი თუა იხარებს, ნეხვი თუა, თვითონ აყროლდება.

შენ ნურავის დასდევ, ანათე თუ გაქვს საკმარისი ნათელი.

ნათია ფანჯიკიძე

ნანახია:(73)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო


ყურადღება! შვეიცარიის ბანკები მილიარდერების მემკვიდრეებს ეძებენ!

მთელს მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიის ბანკები უჩვეულო პრობლემით არიან შეწუხებულები: მათ ასობით ანგარიში დაუგროვდათ, რომელთა მფლობელებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მიუკითხავთ


„ამიტომ ვიცი რა არის ბედნიერების ფასი“ — გია ჯაჯანიძე

ფერები აირია, ამინდიც შეიცვალა, დღე და ღამე გასწორდა დადგა წყვდიადი. წელიწადის დროც აირია. აღარ არსებობდა საათი. არავინ იცოდა რა დრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*