მაშინ შენ მიიღებ ბედნიერებას და გექნება ჰარმონიული ცხოვრება… | Jolo.ge


მაშინ შენ მიიღებ ბედნიერებას და გექნება ჰარმონიული ცხოვრება…

მაშინ შენ მიიღებ ბედნიერებას და გექნება ჰარმონიული ცხოვრება…

იცი, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია და მაინც ეწევი.

იცი, რომ უძილობა მავნებელია და არ ცდილონ დაიძინო.

იცი, რომ აგრესია ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას და მაინც აგრესიული ხარ.

იცი, რომ ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა და მაინც პატივმოყვარე, ამაყი და ეგოისტი ხარ.

იცი, რომ სხვისი უბედურება და წარუმატებლობა არ უნდა გაგეხარდეს, აუცილევლად იგივე დაგემართება, მაგრამ მაინც გიხარია.

იცოდე, რომ სხვის ჯინაზე გამარჯვება დამარცხებისთვის მზადებაა, მაინც გინდა გულზე გახეთქო სხვა.

იცი, რომ ამაოდ მეტყველება და ჭორაობა სასტიკად გავნებს, მაგრამ მაინც ინტერესდები სხვისი ცხოვრებით.

იცი და გაგიგია, ავის მქნელს, შვილები ან უშვილობა დასჯისო.

გგონია ყველაფერი იცი და ამ დროს, არ გინდა აღიარო, რომ არაფერი არ იცი.

გაუფრთხილდი და დააფასე ის რაც გაქვს.
გაუფრთხილდი საკუთარ თავს და გეშინოდეს საკუთარი თავის.
მიხედე და გაუფრთხილდი საკუთარ ჯანმრთელობას, თორემ ის მაშინ მიგატოვებს, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება.

იცი, რომ ყველაფერი წინ დაგხვდება — რაც იცი და რაც არ იცი?
ეცადე ყველაფერი გაიგო საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე და საკუთარ მანკიერებაზე.

ადამიანებს არ უნდათ იხტიბარი გაიტეხონ, არ უნდათ სიმართლეს ჩახედონ თვალებში.

ადამიანი იღწვის თავისუფლებისთვის. ის ვერასოდეს ვერ მიაღწევს მას, სანამ თავად არ გახდება თავის უფალი.

თუ შეისწავლი საკუთარ თავს, თუ შეძლებ გამოიცნო საკუთარი მანკიერება, თუ შეძლებ ობიექტურად გაანალოზო ყველა შენი ფიქრი და ქმედება, მაშინ შენ მიიღებ ბედნიერებას და გექნება ჰარმონიული ცხოვრება.

ნუ იყურებით ცაში, ღმერთი ჩვენშია.
როგორც მოექცევი საკუთარ თავს და სხვას, ზუსტად ისე იცხოვრებ წასვლამდე.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(332)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ალბერტ აინშტაინის 15 პოზიტიური გამონათქვამი

ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო – სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული. დამთხვევათა წყალობით ღმერთი


დადექით პრობლემაზე მაღლა! — იგავი

ერთხელ კაცის საყვარელი ვირი უფსკრულში ჩავარდა. როგორ აღარ ეცადა მის ამოყვანას, მაგრამ ვერაფრით შეძლო. მოულოდნელად დაიწყო მიწის ჩამოშლა, მაგრამ, ვირმა როგორც


ყველაფერი გონებიდან მოდის….

— პირველმა დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და ეს იყო მოსე… — მეორე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*