„…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა“ … | Jolo.ge


„…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა“ …

„…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა“ …

…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში… ცდებით! თქვენ გაქვთ ცხოვრება რომლის შეცვლა თქვენი ფიქრებით შეგიძლიათ…… 

ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები რომლებსაც ყველაფერი აქვთ მაგრამ არ არიან ბედნიერები, მე ხელი დავკარგე ….მაგრამ შეიძლება სხვას საერთოდ სხვა რამ აწუხებდეს და ეს მისთვის იყოს დამანგრეველი …..
მე ტკივილში შვება ვიპოვე…. «ნაკლი» ჩემს ღირსებად ვაქციე…..შეზღუდული შესაძლებლობების მიღმა აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები!

ახლა ეს ყველაფერი მინდა თქვენ გაგიზიაროთ… კიდევ უფრო ბედნიერი ადამიანი გავხდები ერთ ადამიანს მაინც თუ მივცემ სტიმულს რომ იბრძოლოს თავისი ბედნიერი ცხოვრებისათვის.

საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ არასოდეს არ დავნებდები! ….. დავივიწყე სიტყვის „ვერ შევძლებ“ მნიშვნელობა!
ამის მერე ფართოდ გადავწიე ფარდა, გავაღე ფანჯარა და ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი….
სწორედ მაშინ მოხდა ჩემში გარდატეხა.

ვიგრძენი როგორი ძვირფასია სიცოცხლე, თუნდაც მარჯვენა ხელის გარეშე. ჭუპრიდან პეპელა გამოფრინდა, ცალი ფრთა მოტეხილი აქვს, მაგრამ უზომოდ მადლიერია შემოქმედის იმისთვის, რომ შესაძლებლობა აქვს სიცოცხლით დატკბეს, უყვარდეს ყველა და ყველაფერი, ცუდში კარგი აღმოაჩინოს, ბოროტება სიკეთით ჩაანაცვლოს და თავისი მაგალითით სხვებს დაანახოს, რომ შეუძლებელი არაფერია!

💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎
სალომე გოგეშვილი

ნანახია:(620)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

იმოქმედეთ, ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია

«ხვალისთვის გადადეთ მხოლოდ ის, რის დასრულებაც არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე»- პაბლო პიკასო. უმოქმედოდ ყველა ინფორმაცია უსარგებლოა. მოქმედების პროცესში თქვენ უკეთ


თუ გინდა ბედნიერი იყო ურთიერთობებში ….

ძალიან ადვილად გამოიცნობ საკუთარ თავს. ზუსტად ისეთი ხარ, რასაც ფიქრობ სხვაზე. უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომელთაც კარგად არ იცნობთ და


გიხაროდეს, კიდევ ერთი დღე გაჩუქა განგებამ …

გიხაროდეს, კიდევ ერთი დღე გაჩუქა განგებამ. ყველაფერი იწყება საკუთარი თავის სიყვარულითა და პატივისცემით. თუ საკუთარ თავს პატივს ცემ და გიყვარს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*