„მაშინ დავრწმუნდები რომ სასწაული მართლა არსებობს“ … | Jolo.ge


„მაშინ დავრწმუნდები რომ სასწაული მართლა არსებობს“ …

„მაშინ დავრწმუნდები რომ სასწაული მართლა არსებობს“ …

„ბევრისგან  მსმენია სასწულები არსებობსო, მეც მინდა დავიჯერო. სასწაული მაშინ იქნება როცა ჩემი ნატვრა ახდება, ჩემს პატარას გამოუჩნდება ვინმე ღვთისნიერი და სასწრაფოდ შევძლებ ნიაკოს საოპერაციოდ წაყვანას თურქეთში, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად სიარული… მაშინ დავრწმუნდები რომ სასწაული მართლა არსებობს“ — წერს სოციალურ ქსელში ირმა კოხრეიძე, 2 წლის ნიაკოს დედა და შვილისთვის დახმარებას ითხოვს.  

ირმა კოხრეიძე: „ვიცი, რომ თითოეული ოჯახისთვის ამ გაჭირვების ჟამს, თითო ლარიც ძვირფასია. უბრალოდ, გამოუვალი მდგომარეობის გამო მიწევს თქვენი შეწუხება, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით,რომ არა ეს დიდი ტკივილი და ჩემი 2 წლის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთ თეთრსაც ვერ ვითხოვდი. მაგრამ ეხლა სხვა გზა არ დამრჩენია, დრო გადის მე კი ვერაფერს ვაკეთებ… 

ჩვენ თქვენი თანადგომა დღეს ძალიან გვჭირდება…

ნიაკოს ანორდ კესარის» სინდრომი სჭირს, ხერხემლის თიაქარი, ღია ჭრილობით. ორი მძიმე ოპერაცია, ხერხემალზე და თავზე უკვე გაუკეთდა. სრული გამოჯამრთელებისთვის კი სასწრაფოდ საჭიროებს მესამე ოპერაციას, რომელიც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული და რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია… ნიაკო ფეხს ვერ აიდგამს ამ ოპერაციის გარეშე…

 

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით გულთან მიიტანოთ ჩვენი მდგომარეობა და მცირედით შეგვეწიოთ.

 

 

გთხოვთ გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს ეს ისტორია, იქნებ ჩვენი დახმარებით მოხდეს სასწაული

ნანახია:(67)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

»ეს იმ ქართველების აიღე და ქართველებს ცუდად ნუ მოიხსენიებო»

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ვახო მითაიშვილი საინტერესო ისტორიას აქვეყნებს:   „მოსკოვში ვარ, ტაქსი გავაჩერე, მისამართზე და თანხაზე მოველაპარაკე, ჩავჯექი, დაძრა, ცოტა


ნინა წკრიალაშვილი რეზო ამაშუკელს ძველ ცოდვებს უხსენებს (ვიდეო)

ნინა წკრიალაშვილმა „მძიმე კაცთან“ ბავშვობა გაიხსენა და რეზო ამაშუკელიც. მომღერლის მოგონებამ მკაცრი წამყვანიც კი გაამხიარულა.     „ძალიან ბევრი ჭამა


„ბოდიშს გიხდი როგორც რუსი ქართველს“

„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის ნაბიჯების და მტკივა, ამიტომ ბოდიშს გიხდი როგორც რუსი ქართველს“ — ეს ბოდიში რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ქართველ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*