„მას სინამდვილეში თოკი კი არ იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები“… | Jolo.ge


„მას სინამდვილეში თოკი კი არ იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები“…

„მას სინამდვილეში თოკი კი არ იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები“…

ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურმა ნახა, თუ როგორ ყავდათ დაბმული ჩვეულებრივი თოკით სპილო.

მოგზაურმა გაოცებულმა ჰკითხა მომთვინიერებელს:

— კი მაგრამ, რა აზრი აქვს სპილოს ასე დაბმას. მან რომ გაიწიოს, ეს თოკი ხომ ვერ შეაჩერებს?

— დიახ, ვერ შეაჩერებს, მაგრამ სპილომ არ იცის ეს და ამიტომ არ გაიწევა.

— ეს როგორ? – გაოცდა ისევ ტურისტი.

— როგორ და, როცა პატარა იყო და პირველად დავაბით, გაგიჟდა, მთელი ძალებით ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ასე გადიოდა დღეები უშედეგო მცდელობებში. ბოლოს და ბოლოს ის მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო თოკისგან თავის დაღწევა და შეეგუა რეალობას…

ახლა, სპილო გაიზარდა, მაგრამ კვლავაც ჰგონია, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია და ამიტომ როცა მივაბამთ, დგას მორჩილად, სანამ ისევ არ ავხსნით.

ამ უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ძირფესვიანად ხეების მოგლეჯა, ეგონა, რომ ჩვეულებრივი თოკი იჭერდა და არც კი ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას. მას სინამდვილეში თოკი კი არ იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები – გადამეტებული წარმოდგენა თოკის შესაძლებლობებზე და არასათანადოდ შეფასება საკუთარი ძალებისა.

ნანახია:(452)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თქვენი ორი სამყარო

თუ აზრებს განვიხილავთ, როგორც მატერიალურს ე.ი. ის არსებობს ჩვენს გვერდით რეალობაში მატერიალური რეალობა და ჩვენი აზრები უნდა მივუახლოოთ ერთმანეთს. ჩვენ ვცხოვრობთ ერთდროულად ორ სამყაროში, ორ


იქ, სადაც ღიმილი და სიყვარულია, ყოველივე ლამაზდება!!!

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს არის ის, რომ სახლიდან გამოსულებს, ნეგატივით თუ პოზიტივით დამუხტულებს, გვავიწყდება გაღიმება,


წარმატების გაკვეთილები ჯორდან ბელფორტისგან

„ნებისმიერი მიუღწეველი მიზნის უკან დგას არასაკმარისი მოტივაცია. ამიტომ ნებისმიერი მიზნის დასახვისას, წინასაწარ იფიქრეთ თუ რამდენად მოტივირებულები ხართ, იმისთვის რომ გააკეთოთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<