„მას შეუძლია, თავისკენ მიიზიდოს რაიმე საგანი — მხოლოდ აზრის ძალით“

by admin | Ноябрь 21, 2016 08:43

სულ რაღაც ორი ან სამი წლის წინ ერთმა ებრაელმა, ური ჰელერმა, რომელიც აზრის ენერგიაზე მუშაობდა, თავის შესაძლებლობებს ინგლისში, BBC-ზე აჩვენებდა. მას შეეძლო რაღაც მოეღუნა იმით, რომ მხოლოდ გაეფიქრა ამაზე: ვიღაც ადამიანს კოვზი უკავია ხელში ური ჰელერისგან ათი ფუტის მოშორებით, ური უბრალოდ ფიქრობს მასზე — და კოვზი იღუნება. თქვენ ხელით ვერ ღუნავთ მას, ის კი აზრის ძალით ღუნავს.

საოცრება ხდებოდა, და ური ჰელერმაც კი არ იცოდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო… ათასობით ადამიანი თავის სახლებში უმზერდა ექსპერიმენტს. და როცა ურიმ მისთვის შეთავაზებული საგნები გადაღუნა, ბევრ სახლში მსგავსი საგნები ჩამოვარდა და დეფორმაცია განიცადა. — ათასობით ნივთი მთელს ინგლისში. თითქოს ენერგია ტელევიზორით გადმოვიდა. ური ჰელერი ექსპერიმენტს ათი ფუტის მოშორებით ატარებდა, ამ დროს კი ადამიანთა სახლებში, ტელევიზორისგან ათი ფუტის მოშორებით ბევრი რამ მოხდა: ნივთები დაიღუნა, ჩამოვარდა, დეფორმაცია განიცადა. ეს უცნაური იყო!

აზრები მტერიალურია, და მათ უზარმაზარი ძალა აქვთ. რუსეთში არის ერთი ქალი, მიხაილოვნა. მასაც შეუძია ნივთებზე ზემოქმედება შორი მანძილიდან, შეუძლია, რომ თავისკენ მიიზიდოს რაიმე საგანი — მხოლოდ აზრის ძალით.

რუსეთს არ სჯერა ოკულტური რამეების — ეს კომუნიტური ქვეყანა, ათეისტური ქვეყანაა, — ამიტომ ისინი მეცნიერული საფუძვლით მუშაობდნენ მიხაილოვნაზე, იმაზე, რაც ხდება. მაგრამ როდესაც იგი მას აკეთებს, თითქმის ორ ფუნტ წონას კარგავს. საათნახევრიანი ექსპერიმენტის დროს თითქმის ორ ფუნტს კარგავს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აზრის მეშვეობით თქვენ ენერგიას აგზავნით — თქვენ გამუდმებით აკეთებთ მას.

ოშო — «ტანტრა: უმაღლესი შემეცნება»

ნანახია:(174)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mas-sheudzlia-tavisken-miizidos-raime-sagani-mxolod-azris-dzalit/