მას ერთხელ ეუბნები ამის შესახებ, თუ არაფერი იცვლება — ნახვამდის | Jolo.ge


მას ერთხელ ეუბნები ამის შესახებ, თუ არაფერი იცვლება — ნახვამდის

მას ერთხელ ეუბნები ამის შესახებ, თუ არაფერი იცვლება — ნახვამდის

მაშ ასე, მიხაილ ლაბკოვსკის რჩევები:

მათთვის, ვინც ეძებს:

არავის სჭირდება ის, ვისაც საკუთარი თავი არ სჭირდება. ხოლო ის, ვინც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც არის, ის ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა.

თუ მამაკაცთან არაკომფორტულად გრძნობთ თავს პირველ, მეორე, მესამე პაემანზე, მეოთხე პაემანზე უარი თქვით. პირველ შეხვედრებზე მამაკაცი თავს საუკეთესო მხრიდან აჩვენებს და თუ მის გვერდით ყოფნა მაინც არასასიამოვნოა თქვენთვის, ამ ურთიერთობებიდან კარგი არაფერი გამოვა.

რაც შეეხება ახალგაზრდა, წარმატებულ და ლამაზ ქალებს, რომლებსაც თავიანთი მეწყვილე ვერ უპოვიათ, რადგან მათ, ასე ვთქვათ, მაღალი სტანდარტები აქვთ, ეს ურთიერთობების უუნარობა და მათ წინაშე შიშია.

თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ. ჯანმრთელ ადამიანებთან ვითარება ცოტა სხვაგვარად გამოიყურება — მათ სიყვარული სურთ. სიყვარულის ამ მოთხოვნილებით ქალი პოულობს მამაკაცს, რომელსაც ის უყვარს.

არასდროს გქონდეთ ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან. დროს ნუ დაკარგავთ. ცოლიანს ცოლი აღარ სჭირდება, მას სახლში ერთი უკვე ჰყავს.

მათთვის, ვისაც ურთიერთობები აქვს:

თუ გათხოვება გინდათ, ხვდებით ვინმეს ან, თუნდაც, უკვე ერთად ცხოვრობთ უკვე ნახევარი–ერთი წელია და არაფერი ხდება, უნდა ჰკითხოთ ერთხელ — სურს თუ არა ოჯახი და ქორწინება. თუ მამაკაცი ოჯახის შექმნისთვის მზად არ არის, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა დაემშვიდობოთ — რა თქმა უნდა, მშვიდად.

ნებისმიერი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სახლში ზის და ოჯახსა და ბავშვებს უვლის, დეგრადირების გზაზეა. ეს გარდაუვალია. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცს სწყინდება ცოლთან, მას უკვე სულელად მიიჩნევს და აქედან გაშორებამდე ერთი ნაბიჯია. თან, თავდაპირველად მამაკაცს არ დაუჟინებია, ეს ქალმა მოინდომა სახლში ჯდომა.

თუ მასთან ურთიერთობისას დაძაბული ხართ, უბრალოდ დაშორდით მას. მარტო დარჩენის ნუ გეშინიათ. არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მოტყდეთ, მოიხაროთ, საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნილებებზე უარი თქვათ.

ყველაფერი მარტივია: არის ის ისეთი, როგორიც არის. ხართ თქვენ ისეთი, როგორიც ხართ. ერთად ან კარგად ხართ, ან უნდა დაშორდეთ. თან ჯობს ეს მანამდე გააკეთოთ, სანამ იპოთეკას აიღებთ და სამ ბავშვს გააჩენთ.

ის, ვინც ფსიქიკურად ჯანმრთელია, ორიენტირებულია საკუთარ გრძნობებზე და ყოველთვის თავის თავს ირჩევს. მსხვერპლს არც სილამაზე, არც სიყვარული არ მოითხოვს. თუ მოითხოვს — ეს ნამდვილად თქვენი ისტორია არ არის. მოშორდით. არ არის ისეთი მიზეზი, რომლის გამო ურთიერთობებში რაიმეს მოთმენა ღირდეს.

ყველასთვის:

მთელი ცხოვრება თითის წვერებზე ვერ იდგები, ხოლო იმედგაცრუება უფრო რთულია, ვიდრე ის, რომ თავიდანვე აჩვენო ნამდვილი მე.

ადამიანებს თუ საკუთარი თავი არ უყვართ, ერთმანეთი ვერ ეყვარებათ, ამიტომ მათი წყვილიც ვერ იქნება ბედნიერი.

საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ და არა საქმროებში. როცა ქალი ამბობს «მიყვარდა», ხშირად ეს სიყვარულის ისტორია არ არის, ესაა ნარკორეალიზატორის ისტორია, რომელიც მას აუცილებელი ტანჯვით ამარაგებს. ჯანმრთელი სიყვარული იმაზეა, თუ რამდენად ბედნიერი ხარ.

თუ არ მოგწონს, როგორ გეპყრობა, რაღაც არასასიამოვნოს აკეთებს. მას ერთხელ ეუბნები ამის შესახებ. თუ არაფერი იცვლება — ნახვამდის.

ნორმალური ადამიანი არ განაგრძობს ურთიერთობას, როდესაც მას პატივს არ სცემენ. სხვათა შორის, ასეთ ურთიერთობას არც დაიწყებს.

წყარო: თამუნა ჩოლოკავა

ნანახია:(318)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Related Articles

მე და „შენ“

მე ბევრი სილამაზე დამინახავს იქ, სადაც შენ მხოლოდ სიცარიელეს ხედავ. ვხედავ სიკეთეს იქ, სადაც შენ ბოროტებას, და ბოროტებას იქ, სადაც


»ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…»

როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან… შენ გინდა, უყვარდე… მე მინდა, მიყვარდეს… და მაინც, ორივეს სიყვარული გვინდა… როგორ არ ვგავართ ერთმანეთს… შენ სულ


როგორ გვიყვარდება? — გონება თუ გული

სიყვარული ჯერ კიდევ ბურუსით მოცული და აქტუალური თემაა.  რატომ უყვარდებათ ადამიანები, ან რა იწვევს ამ პროცესს, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგიერთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*