მარტივი დავალება, — როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან | Jolo.ge


მარტივი დავალება, — როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან

მარტივი დავალება, — როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან

როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და როგორ გადავიდეთ პოზიტიურ ტალღაზე, — ძალიან მარტივი ხერხი და რჩევა ფსიქოლოგისგან. ინგა ედილაშვილი ამ „დავალების“ შესრულების შემდეგ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს გვპირდება.

ინგა ედილაშვილი: ცხოვრებაში ხდება ხოლმე ისეც, რომ გაღიზიანებული ადამიანები ერთმანეთზე ანთხევენ უარყოფით ემოციებს. რა ხდება ამ დროს? ვნერვიულობთ, ვიძაბებით, ვბრაზდებით, გვტკივა და ბოლოს ნეგატიური მუხტი შეიძლება იმდენად შემოიჭრას ჩვენს ცხოვრებაში, რომ დეპრესიაშიც ჩავვარდეთ.  

მ ა გ ა ლ ი თ ა დ

სიტუაცია სამსახურში:

თქვენი უფროსი სახლში გააბრაზა ოჯახის წევრმა, შემდეგ მოვიდა უხასიათოდ სამსახურში და მოულოდნელად პირველი თქვენ შეეფეთეთ. მას კი რატომღაც სწორედ ახლა გაახსენდა, რომ თქვენ გასულ კვირას სათანადოდ არ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, მაგალითად არ დარეკეთ ერთ ადგილას. უფროსი იწყებს უკმაყოფილების გამოთქმას და მთელს თავის ნეგატივს  თქვენზე ანთხევს.

რა ხდება ამ დროს? — თქვენ ვერ სცემთ პასუხს და გიწევთ ამ ნეგატივის, ამ უარყოფითი ენერგეტიკის მიღება და შენახვა.

ან

სიტუაცია ტრანსპორტში :

ტრანსპორტში ამოდის მგზავრი, რომელიც მთელს ქვეყნიერებაზეა განაწყენებული, მძღოლმა დაამუხრუჭა და თქვენ შემთხვევით დაეჯახეთ მას.

რა ხდება ამ დროს? — ის უნებურად თქვენს ლანძღვას იწყებს…

თქვენ ან გასცემთ პასუხს ან არა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, თუნდაც ბოდიშიც მოუხადოთ, თქვენზე გადმოდის მისი ნეგატივი და ბინძურდება თქვენი აურა.

მარკეტში:

მარკეტში პროდუქტის საყიდლად შესულს გხვდებათ გამყიდველი, რომელიც ნახევარი საათით ადრე თქვენს მისვლამდე გააბრაზა მომხმარებელმა… გაბრაზებული გამყიდველი გპასუხობთ და  იმდენად უხეშად გემსახურებათ, ერთი სული გაქვთ როდის შეიძენთ პროდუქტს და გამოექცევით.

სახლში:

მოხვედით სახლში, სადაც დაგხვდათ ცოლი, რომელიც გაანერვიულა შვილმა, ის უხასიათოდაა, გხვდებათ ძალიან ცივად, არ გაქცევთ სათანადო ყურადღებას, შეიძლება გიყვიროთ კიდეც და გამოთქვას მთელი სერია უკმაყოფილებისა ცხოვრებისა და თქვენი მისამართით.

რა ხდება ამ დროს? ისევ ნეგატივი … ნეგატიური ენერგია კი დროთა განმავლობაში გროვდება თქვენს სხეულსა და გონებაში და ორგანიზმი ავადდება.

ეხლა კი კარგი ამბავი

გასწავლით ყველაზე იოლ გზას, თუ როგორ განთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიებისგან, ეს ძალიან ადვილია:

განვმარტოვდეთ, ავიღოთ საწერ-კალამი და თაბახის ფურცელი, გავიხსენოთ ყველა ის წყენა, ის ნეგატივი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და დაწვრილებით დავწეროთ ყოველივე. შეეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გადმოიტანეთ ფურცელზე, აიღეთ ეს ფურცელი და დიდი სიამოვნების განცდით, დიდი ემოციით ნაწილაკებად დააქუცმაცეთ და წყალს გააყოლეთ.

რამდენიმე წუთში სიმსუბუქის განცდა დაგეუფლებათ.

სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ

ინგა ედილაშვილი

ნანახია:(5081)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მიზნის მიღწევის 9 გასაღები

⚫ იფიქრე ქაღალზე — მიზანი, რომელიც ქაღალდზე არ არის გატანილი, არ არსებობს. ⚫ ჩამოაყალიბეთ მიზანი განსაზღვრულად, შეკითხვებზე: — რა, სად,


სიმდიდრის 21 პრინციპი ბოდო შეფერისგან

26 წლის ასაკში იგი გაკოტრდა და კრედიტების სახით 75 ათასი ამერიკული დოლარი დაედო ვალად. ამ რთული ვითარებიდან, შეფერმა  უცნაური გამოსავალი


„თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ ყველაფერი რასაც მოისურვებთ“ — ნაპოლეონ ჰილი

„ყოველივე რისი წარმოდგენაც შეუძლია ადამიანს, ყოველივე რისიც მას სჯერა, მიღწევადია“, — ამბობს წარმატების კანონების შემქმნელი ნაპოლეონ ჰილი. სწორედ მისი წიგნი


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort