„მართე შენი ცხოვრება“ — წარმატების 7 წესი | Jolo.ge


„მართე შენი ცხოვრება“ — წარმატების 7 წესი

„მართე შენი ცხოვრება“ — წარმატების 7 წესი

1. განსაზღვრე შენი უდიდესი პრობლემა ან შენს ცხოვრებაში ნეგატივის შემომტანი წყარო. რითი ხარ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი?

2. შენი თავი კომპანიის პრეზიდენტად წარმოიდგინე, რას გააკეთებდი განსხვავებულს, თუ იმ კომპოანიის აქციების 100% , რომლისთვისაც ახლა მუშაობ შენს მფლობელობაში იქნებოდა.

3. დღესვე გადაწყვიტე, რომ შეწყვიტო სხვა ადამიანების დადანაშაულება და ნაცვლად ამისა, შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

4. გეყო თავის მართლება და განვითარება დაიწყე! წარმოიდგინე რომ შენს საყვარელ მიზეზს, რომლითაც თავს იმართლებ ხოლმე, საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და შესაბამისად იმოქმედე.

5.  საკუთარი თავი შენსავე ცხოვრებაში წამყვან შემოქმედებით ძალად აღიქვი. სწორედ შენი არჩევანისა და გადაწყვეტილებების გამო ხარ ახლა იქ, სადაც ხარ და ის ხარ ვინც ახლა ხარ, რა უნდა შეცვალო?

6. დღესვე გადაწყვიტე, რომ აპატიო იმათ, ვინც ოდესმე რაღაც გაწყენინა. მოეშვი. დაივიწყე და უარი თქვი ამ თემის ხელახლა განხილვაზე. ნაცვლად ამისა,რაიმე მნიშვნელოვანზე დაიწყე მუშაობა, რაშიც ისე ჩაეფლობი, რომ იმ საკითხზე ფიქრის დროც არ გექნება.

7. განსაზღვრე ის ერთი რაღაც, რაც ახლავე უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი ცხოვრების ყველა ასპექტის სრულად გაკონტროლება დაიწყო.

ბრაიან თრეისი

„მიზნები“

 

ნანახია:(3015)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ხშირად გააკეთეთ ეს და იქნებით ბედნიერი

ბედნიერების მიღწევის წესები: N1- შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! საკუთარი თავის შებრალება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ემოციაა. თუ მას აყვებით, გაანადგურებს ყველაფერს,


ადამიანი… ბუმერანგი… თვითშეფასება…

ოხ, როგორ ავიწყდებათ ადამიანებს წარსული. როგორ ავიწყდებათ რა გამოიარეს, როგორ ავიწყდებათ საიდან მოდიან, ავიწყდებათ რა დღეში იყვნენ. ადამიანს, რომ თავისი


3 ემოცია, რომელსაც ბიზნესმენები განიცდიან…

ბიზნესი, ანუ საკუთარი საქმის კეთება სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რადგან ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*