,,მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)“ | Jolo.ge


,,მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)“

,,მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)“

„ჩვენში ძალადობა ნორმაა. სახელმწიფო სამსახურში, ეკლესიაში, ოჯახსა თუ ქუჩაში ნაირნაირი ,,ბლატნოები“ ბღავიან, ღრიალებენ და ბატონობენ. ამასთან დაკავშირებით, მოვიყვან მოკლე ნაწყვეტს ჩემი ახალი მოთხრობიდან – ,,მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)“ :

,,ციალა იყო ყველასთან და ყველაფერში ,,მართალი“, ხოლო განსხვავებული აზრის გაგონებისას ან, ღმერთმა ნუ ჰქმნას, შეკამათების შემთხვევაში, ის ხმას ყვირილამდე უწევდა და გარშემომყოფნიც ჩუმდებოდნენ – ასეა, ნორმალური ადამიანები ჩხუბს ერიდებიან, რითიც, თავის მხრივ, ,,მართლობის“ ჟინით შეპყრობილი, გაამაყებული ადამიანები სარგებლობენ და ძალადობრივი დიქტატის სფეროს აფართოებენ; ამას გარდა, ციალას ზურგს ხომ მასზე ოდნავ ,,ნაკლებად მართალი“, მაგრამ მაინც ყველაფერში ,,მართალი“ მასები უმაგრებდა.

მოურიდებლად რომ ვაღიაროთ, ინდივიდზე, მის თავისუფალ ნებაზე ციალა უმრავლესობის ტრაკით ძალადობდა. მართალია, პოეტი გვასწავლის, რომ შიში შეიქმნ სიყვარულსაო, მაგრამ, ,,ჯორდი“, მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები – შენი რომ ვინმეს ეშინია, სწორედ ესაა ყველაზე სამარცხვინო. შიშზე დაფუძნებული სიყვარულის მე არ მწამს – ძალადობა ამაზრზენია, ხოლო სიძულვილის ენა და ყვირილი – უღირსი, მდაბიო ადამიანების იარაღია და მე არ მჭირდება ამ ირაღით მოპოვებული თუნდაც დიდი გამარჯვება.
მოძალადე – კაციც სამარცხვინოა და სახელმწიფოც“

ნანახია:(40)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქართველი ფოტოგრაფის „შიშველი ფოტოსესია“

ეს ფოტოსესია ქართველმა ფოტოგრაფმა,  ვიქტორია ჯანაშვილმა პლუს ზომის ქალების მხარდასაჭერად გამართა.  მან ამით ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გიყვარდეს საკუთარი სხეული. 


რატომ გვიჭირს კომპლიმენტის მიღება?

  კომლიმენტი ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, თუმცა ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი ამ დროს უხერხულად გრძნობს თავს. საინტერესოა რა არის


«პაციენტები მოდიან და მიდიან, ჩვენ კი ვრჩებით, არასდროს ვტოვებთ კლინიკას»…

«ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა»-ში სცენა გახსოვთ, ტელევიზორს რომ გამოურთავენ და გამორთულ ტელევიზორში ფეხბურთს რომ უყურებენ? კამარას თანამშრომლები (რამდენიმე ჩვენიანი გვაკლია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<