„მარკეტინგს, ბრენდინგს და თვითპიარსაც შევეხებით“ — ხათუნა მუზაშვილი | Jolo.ge


„მარკეტინგს, ბრენდინგს და თვითპიარსაც შევეხებით“ — ხათუნა მუზაშვილი

„მარკეტინგს, ბრენდინგს და თვითპიარსაც შევეხებით“ — ხათუნა მუზაშვილი

…ვენახს რომ ჩაყრი….

წლები რომ სწავლობ მის მოვლას და უვლი შესაბამისად…

რომ გაიზრდება, გაიმართება, პირველ მტევნებს მოისხამს და მათ დამწიფებას რომ ელოდები  და შეხარი ყოველდღიურად — აი ასეთი განცდა მაქვს ახლა

სულის ზეიმი მეწყება, როცა ამას ვაკეთებ, ამაზე ვფიქრობ ….

რა მიზანი მამოძრავებს?

სხვა ქვეყნებში მონახავს საკმაოდ ტევადი პროგრამით გაჯერებული მსგავსი სკოლები და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ საქართველოში არ იყო….

რასაკვირველია თბილისში არა ერთი ქოუჩინგის სკოლაა და ჩემი დიდი პატივისცემა და მოკითხვა მათ, თუმცა…

მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი პირადად რომ მუშაობს 54 საათი  თითოეული მონაწილის მეტყველებაზე და მიწოდების მანერაზე,

ამერიკის ნეირო ლინგვისტიკური საზოგადოების ვარსკვლავი მადიტა,  ქოუჩინგს და ინდივიდუალური მუშაობის მიდგომებს რომ ასწავლის,

და აღმოსავლური ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი სხეულის და ენერგიის ფლობას,

ასეთი სკოლა მე ვფიქრობ ამ დროისათვის პირველია.

აგრეთვე უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია ზოგადი ასტროლოგიის ცოდნა, იმისათვის, რომ ზუსტად იცოდე როდის ხარ ენერგიული, როდის გაქვს შანსი ყველაფერი გააფუჭო, როდის უნდა დაიწყო ან არ დაიწყო ახალი საქმე, როდის „იგეგმება“ შენს ცხოვრებაში შენგან დამოუკიდებელი თავგადასავლები და ა.შ.

აგრეთვე ცოდნა იმისა, თუ რა არის შენი მისია და რაზე უნდა იმუშაო  — ამას პირადი და ინდივიდუალური მუშაობის შედეგად შეიტყობს თითოეული მონაწილე.

ადამიანის ენერგია და მისი ანბანი?

— ეს ხომ უსერიოზულესი თემაა…. და ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დახვეწა, დაკონსპექტება, იმისათვის რომ სკოლის თითოეულ მინაწილეს ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენება ვასწავლოთ.

სტილი, იმიჯი, მაკიჟი, ვარცხნილობა — #1 ატრიბუტი სანამ ხმას ამოვიღებთ… როცა იმიჯი სწორადაა შერჩეული, როლში შესვლაც უფრო მარტივია და რეკორდის მოხსნც .

მარკეტინგს, ბრენდინგს და თვითპიარსაც შევეხებით, რადგან ამ ადამიანებმა მომავალში თავიანთი თავი აუდიტორიას უნდა შესთავაზონ …

რასაკვირველია სპიკერობის გაკვეთლებიც გვექნება და თანაც ძალიან მსუყე… მაგრამ მხოლოდ მშრალი ცოდნა იმისა თუ „სწორად“  რა  და როგორ ილაპარაკო, დარბაზში მსხდომ ადამიანებს სულში ცეცხლს ვერ დაუნთებს და ცხოვრების საკუთარი ხელით შექმნის ხასიათზე ვერ დააყენებს….

და რაც მთავარია… სკოლის ფარგლებში თითოეული მონაწილე შეადგენს და დახვეწს თავის ტრენინგს თუ საჯარო გამოსვლას და 2018 წლის დეკემბერში ჩვენ ყველას ერთად გველოდება ტრენინგ-ტურნე საქართველოს ქალაქებში…. ახალი და დახვეწილი სიტყვის ძალის ოსტატებთან ერთად, რომელთა შერჩევაც ახლა მიმდინარეობს.

მინდა გკითხო, იქნებ ეს შენ ხარ?!

იქნებ შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც თავისი სიტყვით, ქცევით და ცოდნით უამრავი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია?

თუ შენც ასე ფიქრობ,

თუ თვლი, რომ შემთხვევითობა არაა, ახლა ამას რომ კითხულობ,

თუ გაქვს ამბიცია დაეხმარო ხალხს და ამისათვის გინდა დაიხვეწო,

დაგვირეკე — 593 94 50 08

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

https://www.facebook.com/events/352224215299454/

 

 

ნანახია:(272)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გულის კარნახს მიჰყვე, ეს ყველაზე სწორი არჩევანია ცხოვრებაში

გულის, ყურით მოსმენით, ჩვენ დავიწყებთ სწორი მიმართულებით სიარულს. რაც კი იდესმე გონებით გადამიწყვეტია, ლოგიკისთვის აზრები დამიმორჩილებია, საკუთარი შინაგანი ხმები ჩამიხშვია/დამიწევია/გამიქვრია,


რიჩარდ ბრენსონის 9 პრინციპი

1. ადექი და გააკეთე! ეს რიჩარდ ბრენსონის კრედოა. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი [რწმუნებულება] მან ოჯახისგან მიიღო, სადაც ყოველთვის „აკეთებდნენ“ და მიუხედავად


თვითმკვლელი

ადამიანი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრის გადატანა მოესწრო. საყვარელმა ქალმა მიატოვა, მეგობრებმა უღალატეს, ნათესავებმა ზურგი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*