მარიამ ხაჭვანის უშგული | Jolo.ge


მარიამ ხაჭვანის უშგული

მარიამ ხაჭვანის უშგული

თქვენ გინახიათ? უშგულში წვიმა,
თითქოს ინგრევა თვალწინ სამყარო…
თქვენ თუ გინახიათ? უშგულში დილა,
მთის ალიონი კაცს რომ დაათრობს…

თქვენ გინახიათ? უშგულში მთები,
როგორ იცავენ სოფელს დარდიანს…
მოგისმენიათ? იმ ქვების ხმები,
მდინარეში რომ სადღაც გარბიან….

მოგისმენიათ? გრუხუნი ზვავის,
კოშკის დანგრევა როგორ სწადია….
მოგისმენიათ ? სიტყვები მახვშის,
ყველა კანონზე უფრო მკაცრია.

მოგისმენიათ? გოდება დედის,
მირანგულას რომ ეძებს ხანია…
მოგისმენიათ ?სვანური ზარი,
სიკვდილზე უფრო შემზარავია…

მოგისმენიათ ?კივილი დალის,
მონადირე რომ კვდება მთაშია.
შეგებებიხართ? დილით განთიადს,
ცივი შხარა რომ წითლად ანთია…
აგიხედიათ? მაღლა ლურჯ ცაზე,
ღრუბლების ჯარი როგორ დადიან…
თქვენ თუ გინახავთ? ერთ კოშკთან წვიმა,
გვერდით კოშკთან რომ კარგი დარია…

თქვენ შეგიგრძვნიათ სიცივე ზამთრის,
ცეცლხთან გათბობა სულ სხვაგვარია…
ატირებულხართ? თუნდ ერთხელ მაინც.
სვანეთს რომ ტოვებთ ,ბოლო წამშია…

თქვენ გინახიათ? ვარსკლავნი მთაში,
მზის სინათლეზე უფო კარგია…
თქვენ  გინახიათ? სამოთხე ღამით.
როგორ დაგვყურებს ჩვენ ლამარია!!!
მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი

ნანახია:(473)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვანო ჯავახიშვილი: „ბეწვზე ვართ გადარჩენილები“… (ვიდეო)

 „სასაცილოა ქართველების საქმე საერთაშორისო ასპარეზზე სატირალი რომ არ იყოს“! —  ეს სიტყვები სოციალურ ქსელში, ვანო ჯავახიშვილის შოუს მოჰყვა…  „ყველაზე კარგი


„თავგანწირვისთვის მადლობას მაინც არავინ გეტყვის!!“ — თამარ ივერი

თამარ ივერი იმ ქალებზე საუბრობს, რომლებიც შვილების უკეთესი მომავლისთვის უცხოეთში გადაიხვეწნენ, მაგრამ ამაგი არ დაუფასდათ. „სახლიდან ფეხი არ გაადგათ“- ამ სიტყვებით მსოფლიოში


გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ?

შიგნიდან ჩვენ ყველა ვიცნობთ საკუთარ თავს. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად ძლიერი, ნათელი და რამდენად მდიდრები ვართ. მაგრამ, გამოგვდის კი ყოველთვის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*