მარადიული სიყვარული | Jolo.ge


მარადიული სიყვარული

მარადიული სიყვარული

ამერიკელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ წყვილთა ნაწილი ოცი წლის შემდგომაც ინარჩუნებს სიყვარულს (და არა მხოლოდ შეჩვევას) თავდაპირველ ანდამატს.

აქამდე ითვლებოდა, რომ გრძნობები შეყვარებულთა შორის მალე ქრება, ნელდება, ნამდვილი ურთიერთლტოლვა და სიყვარული შერწყმიდან 15 თვეს უძლებს, 10 წლის შემდეგ კი მათი ურთიერთობის განსაკუთრებული ხიბლისგან თითქმის აღარაფერი რჩება.

ზოგიერთი მეცნიერი ურთიერთობისთვის კრიტიკულ ფაზას ასახელებს ერთ, სამ ან შვიდ წელიწადს. უახლესმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ სიყვარული იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიურ-ემოციური გრძნობაა, რომ სულიერ და გონებრივ ფაქტორებთან ერთად მასში ერთვება მთელი ფიზიკური ორგანიზმი.

დადგენილია; საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს ადამიანის ტვინში ძლიერდება, მრავლდება განსაკუთრებით რთული ჰორმონი დოპამინი. ტომოგრაფიის შედეგმა, თავის ტვინის სკანირებამ საინტერესო შედეგი აჩვენა: იმ ადამიანთა თავის ტვინში, რომლებიც 20 წლის მერეც აგრძელებენ ურთიერთსიყვარულს, დოპამინის ჰორმონები იმავე დოზითაა შენარჩუნებული, რაც სიყვარულის პირველი აფეთქების დროს ჩნდება ადამიანში. ის ჰგავს ცეცხლს, რომელიც არ ნელდება.

ამ აღმოჩენამ დაადასტურა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, სიყვარულის გრძნობის წარმავლობაზე, არ არის მართალი. ადამიანის ტვინი ფიზიოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ მარადიული სიყვარული შესაძლებელია.

ინდოელთა დაკვირვებით, არსებობს ადამიანთა ურთიერთლტოლვის სამი წყარო: სული, გონება და სხეული. სულთა მიზიდულობა წარმოშობს მეგობრობას, გონებათა მიზიდულობა- პატივისცემას, სხეულებრივი მიზიდულობა- სურვილს. სამივე ერთად კი ბადებს ნამდვილ სიყვარულს. მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია მარადიული…

ნანახია:(1080)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მსოფლიოს უცნაური ტრადიციები

  ყველა რელიგიას და კულტურას აქვს რაღაც თავისებურება, რომელიც სხვებისთვის შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ადამიანებს, რომლებიც ასე გაიზარდნენ სწამთ,


ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი

ვგიჟდები შენზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია: ორ იდეასაც კი ვერ ვუყრი თავს ისე, რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე. ვეღარაფერზე


სამარცხვინოა თუ არა «დედიკოს ბიჭობა»? ცუდი შვილის «აღსარება» – დედის დღესთან დაკავშირებით

„დედიკოს ბიჭი“ – ქართულ რეალობაში სალანძღავი ფრაზაა, თუმცა შევეცადოთ და უფრო სიღრმირეულად შევაფასოთ, რამდენად უხერხულია, იყო დედიკოს ბიჭი. ტერმინს თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*