„მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც“… | Jolo.ge


„მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც“…

„მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც“…

მე მაოცებენ ადამიანები, რომლებიც ცნებებზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, სიტყვებს ხარჯავენ, მათთვის ღირებულების მინიჭებაზე ენერგიას კიარა

მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც უშიშრობაზე და სიმამაცეზე მიწისქვეშა სამალავიდან ყვირიან, თავისუფლებისკენ კი სხვებს საკუთარი ნაჭუჭიდან მოუწოდებენ…

ის ადამიანები, თანაგრძნობისთვის ცრემლებს რომ არ იშურებენ, დაცემულს კი ხელს არ უწვდიან საშველად, ემპათიაზე დისერტაციებს რომ წერენ, «სხვისი ჭირი — ღობეს ჩხირის» წესით კი ცხოვრობენ… მათ არ ეხებათ… მათ არაფერი არ ეხებათ, მაგრამ მაინც მტკიცედ სჯერათ რომ «ერთიანობას» გრძნობენ ყველაფერთან.

კიდევ ის ადამიანები, გულწრფელობაზე რომ ნიღბის ქვეშიდან გესაუბრებიან, და ისინიც, გვერდში დგომისას მარტო საკუთარ გვერდს რომ გულისხმობენ… საკუთარი «დირეს» შენდობაზე მორალს რომ გიკითხავენ და შენს «ბეწვზე» ზურგს რომ გაქცევენ… ამაყად.

გამოცდილებაზე პრეტენზია რომ აქვთ და შეცდომები არასოდეს დაუშვიათ…

ფრენას რომ აღმერთებენ და გადახტომა არასოდეს უცდიათ.

… და მერე, თუ ეს გაოცება შეგამჩნიეს, ქედმაღლურად გეტყვიან, რომ შენ სიყვარულის არაფერი გაგეგება…

ემა ომანაძე

ნანახია:(153)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საყვარელი ფერი და ადამიანის ხასიათი

როგორც ჩანს, ადამიანის საყვარელი ფერის მიხედვით შესაძლებელია მისი ხასიათის შტრიხების განსაზღვრა. გსურს, შეიმეცნო რაღაც ახალი საკუთარი თავისა, თუ სხვის შესახებ?


„ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს მხარდაჭერა დამავიწყდეს?!“

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი. ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი


„ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს“

„რაც უფრო სხვანაირად შეხედავ ადამიანებს, მით უფრო გაგიმძაფრდება განცდა, რომ მარტო ხარ. ცრუ იმედებით ნუ განიმსჭვალები და ნუ მოითხოვ მათგან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<