მანტრები და მათი მნიშვნელობა — ეს საინტერესოა | Jolo.ge


მანტრები და მათი მნიშვნელობა — ეს საინტერესოა

მანტრები და მათი მნიშვნელობა — ეს საინტერესოა

მანტრა…
ყველაფერი იწყება ხმით და ვიბრაციით … და მანტრა არის ყველაზე ლამაზი შუქი, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს.
გაუთავებელი შუქი, რომელიც ანათებს იმ ადგილებში, სადაც მზე და მთვარე ვერ დომინირებს … მანტრის ძალა გონების სრულ სიმშვიდეა.

მანტრა  მოკლე გალობაა უძველეს სანსკრიტულ ენაზე, რომელიც არ ითარგმნება. მანტრებს იყენებენ მედიტაციისთვის, ჩაკრების ბალანსისთვის, ენერგიის ასამაღლებლად და აშ. ბგერითი ჟღერადობა და სიტყვები გავლენას ახდენენ აზროვნებაზე. მანტრა გეხმარებათ გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისა და ენერგიებისგან და ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიების გენერირებას. მანტრას შეუძლია დააჩქაროს ცნობიერის განვითარების პროცესი და ის ასევე ააქტიურებს ჩაკრებს.

მანტრის დროს წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას და ბგერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ შეუძლიათ ადამიანის სულში ჩაწვდომა. მანტრის გამეორება ხდება 39-1-27 და ა.შ.

ყველაზე კარგი იქნება თუ მას 108 ჯერ გაიმეორებთ.

ყველაზე ცნობილი და პირველი მანტრა არის «ომ « მანტრა, რომელიც თავისი არსით გვევლინება სამყაროს თავდაპირველ ვიბრაციად და არის უმაღლესი მანტრა. «ომ « მანტრა ასევე წარმოადგენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს -ყველაფერი რაც მოხდა, არის და უნდა იყოს.

რა გავლენას ახდენს მანტრა ჩვენს განვითარებაზე?

მანტრა-მედიტაცია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას მიეკუთვნება. მანტრის გალობისთვის არ არის აუცილებელი გესმოდეთ უძველესი სანსკრიტი ან იცოდეთ თითოეული სიტყვის მნიშვნელობა. მანტრის არჩევისას მნიშვნელოვანია თუ რა გაზრახვა გაქვთ, უნდა იცოდეთ თუ რისი მიღწევა გსურთ. სამყარო გისმენთ თქვენ !

მანტრები როგორც უკვე ავღნიშნე გავლენას ახდენენ ჩვენში მოძრავ ენერგიებზე. მისი შესრულება გონებისთვის ძალიან კარგი სავარჯიშოა. რიტმულად გამეორებული ბგერათა და სიტყვათა კომბინაცია ხელს უწყობს ვიბრაციების წარმოქმნას მთლიან სხეულში, რომელიც სასიცოცხლო ენერგიად გარდაიქმნება და ხელს უწყობს სხეულის გამოჯანმრთელებას. მანტრები წმენდენ გონებას და ამშვიდებენ სულს.

ბგერებს და სიტყვებს შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი აზროვნების ფორმა.

ძალიან ბევრი მანტრა არსებობს, რომელსაც თავისი მნიშვნელობა, ხარისხი, რიტმი, მელოდია და მოქმედება გააჩნია. მელოდიას და ტაქტს სიტყვებს შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი გავლენას ახდენენ და ჩადიან ჩვენს ქვეცნობიერ დონეზე. თუ პირველივე ჯერზე მანტრის მუშაობის ეფექტს ვერ დაინახავთ, არაუშავს… მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ თქვენმა სხეულმა ისწავლოს მანტრებთან მუშაობა.

აქვე გიზიარებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მანტრას კუნდალინი იოგიდან, რომელიც ააქტიურებს ენერგიას დაეხმაროთ ოგორც საკუთარ თავს სპირიტუალურ და ემოციურ დონეზე ასევე თქვენს გარშემომყოფებსაც.

RA MA DA SA (SA SAY SO HUNG)

RA — გამოხატავს მზის ენერგიას

MA — გამოხატავს მთვარის ენერგიას

DA- გამოხატავს მიწის ენერგიას

SA- გამოხატავს უსასრულობას

SAY- გამოხატავს ´´შენ´´

SO HUNG- გამოხატავს პიროვნულ იდენტობას

დაჯექით მოხერხებულად, ზურგი გასწორებული, მხრები მოდუნებული. დახუჭეთ თვალები თუ სურვილი გაქვთ, ჩართეთ მანტრა და იმღერეთ 11 წუთის განმავლობაში.

სატ ნამ

სიყვარულით მარინა კვატაია

წყარო: http://lotusi.ge/

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე  „ლოტუსის“ – (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

ნანახია:(1244)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა არის მანდალა, რა დანიშნულება აქვს მას და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია? 

«მანდალა საშუალებას აძლევს ადამიანს ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს,ზრდის თავდაჯერებულობას და ეხმარება ცნობიერების ამაღლებაში. ასევე გვეხმარება ვიყოთ ბევრად უფრო კონცენტრირებულნი და მომთმენნი»


«მატერიალური კეთილდღეობა ჩაკრების მეშვეობით»

ვისთვის არის ეს პროგრამა? მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს არსებული მდგომარეობა, ვისაც სურს ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება, ვისაც სწყურია წინსვლა და კეთილდღეობა!


წინასაახალწლო საჩუქარი — 20 დეკემბრამდე

ფსიქოლოგიური კონსულტაცია/დიაგნოსტიკა/ქოუჩინგი საჩუქრად  5 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე გიწვევთ ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე, ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკაზე  ან ქოუჩ-სესიაზე — საჩუქრად.    თუ გაწუხებთ პიროვნული პრობლემები,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<