მანდალა – საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება

by admin | 29 мая, 2020 14:35

მანდალა – (ინდ.) „წრე“, „დისკო“, სამყაროს, კერძოდ კი, ტაძრის სახე. მანდალა წარმოადგენს წრეში ჩახატულ კვადრატს, წრისა და კვადრატის ერთობლიობას, რაც სიმბოლურად ცისა და მიწის ერთიანობას გამოხატავს (წრე – ცა ან მთელი სამყარო, უნივერსუმი, კვადრატი – მიწა).

[1]მანდალა ბუდისტური სიმბოლოა, რომელიც  საკუთარ თავში გარკვევასა და ჰარმონიის დამყარებაში გვეხმარება. იგი მთელს ჩვენს შინაგან რესურსს ხსნის, რომლითაც დაავადებების განკურნება და პრობლემების მოგვარება შეგვიძლია. ყველა ჩვენი პრობლემა ხომ ჩვენს ქვეცნობიერში იბადება საწყის ეტაპზე.

მანდალები უკანასკნელ ხანებში ფსიქოთერაპიაშიც გამოიყენება. პირველი დიდი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. რომელიც მისით დაინტერესდა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი გახლდათ. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ, ხატავდა.

იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი ვართ სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები. იგი მიხვდა, რომ მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც,  საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება.

წყარო: mental.ge

ნანახია:(139)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/05/iungi.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mandala-sakutar-tavshi-garkvevis-simboluri/