მანდალა – საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება

მანდალა – (ინდ.) „წრე“, „დისკო“, სამყაროს, კერძოდ კი, ტაძრის სახე. მანდალა წარმოადგენს წრეში ჩახატულ კვადრატს, წრისა და კვადრატის ერთობლიობას, რაც სიმბოლურად ცისა და მიწის ერთიანობას გამოხატავს (წრე – ცა ან მთელი სამყარო, უნივერსუმი, კვადრატი – მიწა).
მანდალა ბუდისტური სიმბოლოა, რომელიც საკუთარ თავში გარკვევასა და ჰარმონიის დამყარებაში გვეხმარება. იგი მთელს ჩვენს შინაგან რესურსს ხსნის, რომლითაც დაავადებების განკურნება და პრობლემების მოგვარება შეგვიძლია. ყველა ჩვენი პრობლემა ხომ ჩვენს ქვეცნობიერში იბადება საწყის ეტაპზე.
მანდალები უკანასკნელ ხანებში ფსიქოთერაპიაშიც გამოიყენება. პირველი დიდი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. რომელიც მისით დაინტერესდა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი გახლდათ. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ, ხატავდა.
იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი ვართ სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები. იგი მიხვდა, რომ მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც, საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება.
წყარო: mental.ge
ნანახია:(152)-ჯერ
Comments
Related Articles
ზღვა, ტაი ჩის ენერგეტიკული ვარჯიშები და ენერგოთერაპიული მედიტაციები
…კუნძულს, ზღვის სანაპიროს, ქვიშას, მზეს, ჩიტების ჭიკჭიკს, განთიადის შეხვედრას, მზის ზღვაში ჩაცილებას, ფანჯარაში შემოსულ ფიჭვის ტოტებს,სუფთა ჰაერს, ღია ვერანდიდან დანახულ
ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით
ძველი ჩინური დაოსური ფსიქოენერგეტიკული სისტემების მიხედვით საქართველოში შეიქმნა საინტერესო მიმდინარეობა — «ნეიროიმპულსური თერაპია», რომელსაც აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკების სპეციალისტმა მამუკა მანგოშვილმა
სექსუალური რევოლუცია — მადიტა დიკჰუდისა და მაგნო შავდიას საჯარო ლექცია
31 მაისს, 16 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში გაიმართება მაგნო შავდიასა და მადიტა დიკჰუდის საჯარო ლექცია — დისკუსია