მამუკა მანგოშვილის «პლანეტარული თერაპია» და შედეგი პირველივე სეანსზე

by admin | 10 февраля, 2020 18:35

მამუკა მანგოშვილს თბილისში უკვე ბევრი იცნობს. უფრო მეტიც მასზე ლეგენდები დადის. ზოგი სენსეის ეძახის, ზოგი მაესტროს, ზოგი იმასაც ამბობს ნამდვილი ჯადოქარიაო. ჰოდა, ამ ჯადოქრობის ძალა საკუთარ თავზე თავადაც გამოვცადე და გადავწყვიტე გაგიზიაროთ.

რამდენიმე წლის წინ მასთან მეგობრების დახმარებით აღმოვჩნდი. უცხოეთში მყოფმა სანდრომ ჩემთან მას შემდეგ აფრინა მამუკა მანგოშვილის ტელეფონის ნომერი, როცა ჩემი გაუსაძლისი მდგომარეობის მიზეზების ჩამოთვლა დავასრულე — სუსტად ვარ, არანაირი ენერგია არ მაქვს, სულ ტირილი მინდა, ცხოვრება არ მიხარია,  ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მინდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვშველი. ექიმმა «დამამშვიდებლები» დამინიშნა, რამდენიმე დღეა თავს ვიკავებ, რომ არ დავლიო, მაგრამ?… ალბათ მომიწევს.

[1]არ დალიო, – იყო პასუხი.  მამუკა მანგოშვილს დაუკავშირდი, დაოსური პრაქტიკების ოსტატია, გიშველის.

-მართლა მიშველის?

-კი, პირველივე დღესვე.

-სანდრო, ოცი დღეა ასე ვარ. პირველივე დღესვე, როგორ მიშველის?!

გ ი შ ვ ე ლ ი ს !!! მიდი აუცილებლად !!!

***

იმ წამსვე დავურეკე და იმ დღესვე მივედი. პირველი რაც ვიკითხე იყო – მიშველით???

გაეღიმა.

ვინც მამუკას იცნობთ და ბევრი იცნობთ, ზუსტად იცით რა შედეგითაც წამოვიდოდი.

რამდენიმე საათში საერთოდ არ მახსოვდა გაუსაძლისობის 20 დღე.  ვიყავი სიცოცხლით და ენერგიით სავსე. მავსებდა წუთი, რომელშიც ვცხოვრობდი და მიყვარდა საკუთარი სიცოცხლე და ყველა და ყველაფერი ირგვლივ.

ეს იყო ერთი შეხვედრის შედეგი. არადა გასაუბრებისას მამუკა იმდენად უბრალო მეჩვენა, თავისი ზღაპრული «პლანეტარული თერაპიით», რომ ამ ტიპმა, ამ ზღაპრებით, როგორ უნდა მიშველოს–თქო, გავიფიქრე. სანდროსაც გავუგზავნე ს ა ყ ვ ე დ უ რ ე ბ ი ))))  (სანდრო <3 თუ კითხულობ არ გამიბრაზდე 🙂 <3 მალევე ჩავანაცვლე მადლიერებით და მას შემდეგ უხვად ვაგზავნი ამ მადლიერებას შენთან.)

მოკლედ ამბობენ ყველაფერი სიმარტივეშიაო და ასე, ამ მარტივმა დაოსურმა თუ პლანეტარულმა თერაპიის ტექნიკებმა მას შემდეგ უამრავი კარგი რამ გამაკეთებინეს.

ჰოდა, დღეს როდესაც «ჟოლოს» საშუალებით სხვადასხვა ფსიქოლოგსა თუ ქოუჩს ეცნობა ჩემი მკითხველი, ვიფიქრე კარგი იქნებოდა მამუკას დაოსური ცენტრის ჯადოსნობებზეც მეამბო. თუნდაც იმიტომ რომ მართლაც საოცარი მუხტი აქვს ამ პრაქტიკებს და რაც მთავარია შედეგს პირველივე სეანსზე იღებ.

მინდა ისიც გითხრათ, მამუკა მანგოშვილთან შესახვედრად ბევრი ემზადება, შეხვედრა LD მედიტაციის ცენტრში გაიმართება.

როგორც მამუკა ამბობს დაოსური ფილოსოფიის მიხედვით ერთ-ერთ აუცილებელ პირობას კოსმოსთან    ადამიანის ჰარმონიულობა წარმოადგენს … მასთან მისულები სწორედ ამ ჰარმონიულობას ეზიარებიან.

ამ ყოველივეზე უფრო დეტალურად ჩვენი სტუმარი, აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკებისა და ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი მამუკა მანგოშვილი ისაუბრებს.

მამუკა, იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბო პლანეტარული თერაპიის შესახებ?

— ძველი ჩინური დღეგრძელობის დაოსური პრაქტიკების არსენალში მრავალი საინტერესო და ეფექტური ფსიქოენერგეტიკული მიმდინარეობაა, რომელთაგან  ერთ–ერთი გამორჩეული კუთხე პლანეტარულ თერაპიას უჭირავს. ეს გახლავთ თერაპია კოსმიური ენერგიის მიღებისა და მართვის რეალური მეთოდებით, რომლითაც სარგებლობენ ამ პრაქტიკების მიმდევრები.

რას უწყობს ხელს პლანეტარული თერაპია?

ენერგოპოტენციალის აღდგენას, ჩაკრების დაბალანსებას, აურის გამთლიანებას, ნეგატივისა და მავნე ენერგიის ზემოქმედებისგან თავდაცვას და ა.შ.

ვარსკვლავური და პლანეტარული ენერგიებით სხვადასხვა ზონებისა და მერიდიანების გააქტიურება ხდება,  რომლის დახმარებით თანდათან იხსნება და რეალიზდება ადამიანის სრული პოტენციალი, საკუთარი გზების გახსნა, წარმატება კარიერასა და პირადულში, ბიზნესის გამართულად აწყობა, ყიდვა-გაყიდვების მკვეთრი გააქტიურება და უამრავი სასწაული ინდივიდუალური განვითარების კუთხით.

ეს თერაპია არ საჭიროებს დამღლელი გონებრივი სამუშაოების ჩატარებას, ბუნებრივად იხსნება ადამიანისთვის საჭირო სასურველი ვარიანტები და შემოთავაზებები ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.

ვიცი, რომ ბევრი გემადლიერება  

ეს  პრაქტიკები უკვე მრავალი წელია დაოსური პრაქტიკების ერთობლივ  შეკრებებზე სრულდება და  საქართველოშიც უამრავი მიმდევარი ჰყავს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ  მიმდინარეობის დადებითი შედეგები.  პირველივე ტრენინგიდან მიღებული შთაბეჭდილება და გამომუშავებული  ენერგიის ხარისხი იმდენად დიდია ხოლმე რომ  ყველა აღნიშნავს ფსიქოლოგიური მდგომარეობის მომენტალურ   გაუმჯობესებას, თავდაჯერებულობასა  და გამართულ ჯანმრთელობას.

დეა თავბერიძე[2]

 

მამუკა მანგოშვილის «პლანეტარული თერაპია»

LD მედიტაციის ცენტრში

7 მარტს, 18:00 ზე

ყიფშიძის 9

ფასი:  25 ლ

გაიარეთ რეგისტრაცია:  http://bit.ly/2zyHuXg

 

 

ნანახია:(1630)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/02/მამ3.png
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/02/esaooo.gif

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mamuka-mangoshvilis-planetaruli-terapia/