მამის რჩევა ვაჟიშვილს | Jolo.ge


მამის რჩევა ვაჟიშვილს

მამის რჩევა ვაჟიშვილს

„ვაჟი მიდის  მამასთან რჩევის მისაღებად:

   – მამა, ისევ არაფერი გამომდის. ეს ვარჯიშები ძალიან მღლის, შედეგი კი არ ჩანს, არაფერი არ იცვლება. ალბათ, მე არ ვარ მოწოდებით ფეხბურთელი და ჩემს ოცნებებს ახდენა არ უწერია?

მამამ მზრუნველობით შეხედა შვილს და უთხრა:

  – იცი, შვილო, ყველა ადამიანს აქვს ოცნება, მიზანი, სურვილი. სწორედ ისინი აიძულებს მას, აკეთოს ის, რასაც აკეთებს.

მიჰყევი არჩეულ გადაწყვეტილებას, აკეთე ის რისიც გჯერა, უერთგულე იმას რასაც გრძნობ.

სხვა შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებ – უბრალოდ გაგიტყდება გული. გაგიტყდება, გესმის?… და მორჩა…ბოლოს გამოვა ისე, რომ არც არასდროს არ ყოფილხარ და არც არაფერი ყოფილა. გაცილებით ადვილია, ყველაფერს დაანებო თავი, მიატოვო, რადგანაც გამარჯვების გზაზე სიარული არ არის ადვილი. ის ეკლიანია, ჩვენ კი, არ მოგვწონს ეკლები. გვინდა, რომ ყველაფერი იყოს ადვილად და სწრაფად.

სურვილები გაელვებებია, შვილო! ასე, კვდება ჩვენი ოცნებები, მიზანი ხდება მიუღწეველი. ყოველდღიუობა გადაიქცევა მოსაწყენ ერთფეროვნებად, სიღრმის და აზრის გარეშე. მერე  ერთხელაც, როცა მოგინდება წარსულის დავიწყება და ყველაფრის თავიდან დაწყება, შენ დაელოდები ახალ დღეს, რათა  გახადო ცხოვრება სხვანაირი. შეძლებ კიდეც, მაგრამ ამ გზაზეც გამოჩნდება ახალი წინააღმდეგობები და ისევ გაჩერდები. ასე ვრჩებით ადამიანები, იმედგაცრუებულნი… შედეგად  – გვაბოროტებს ჩვენი უსუსურობა… არადა,  საკმარისია დაიმახსოვრო მხოლოდ ერთი რამ, ერთი წინადადება ცხოვრებაში:

არასოდეს არ დანებდე,  იბრძოლე.

არა აქვს მნიშვნელობა, რომ  ერთ ან თუნდაც, ათეულობით ბრძოლაში დამარცხდი.

ცხოვრება გრძელდება!

 მთავარი მოწინააღმდეგე არის შენს შიგნით – სიზარმაცე, შიში, ეჭვი, მერყეობა.

იყავი შენი ოცნების მეომარი, მიზნის რაინდი, სურვილის ჯარისკაცი.“

 

წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო

ნანახია:(266)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
რჩევა

Related Articles

კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადგილებს შორის

ტურიზმის განვითარებასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხით უამრავი გამოცემა ინტერესდება. საბედნიეროდ, ჩვენც პატარა ქვეყანაში ბევრი ადგილია, რომლითაც შეგვიძლია ტურისტი მოვაჯადოვოთ. ამჯერად


რატომ არ შეიძლება უზმოზე ყავის დალევა

ნედლი ყავის მარცვალი ცხიმებს, ცილებს, წყალს, მინერალურ მარილებსა და დაახლოებით ორი ათას სხვა ნივთიერებას შეიცავს. მოხალვის შემდეგ მარცვალი წყლის დიდ


ლიმონი- სერიოზულ დაავადებებთან მებრძოლი მჟავე ციტრუსი

ლიმონი — ეს არის წყარო C ვიტამინის. მისი ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ის გახლავთ, რომ ლიმონი მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*