fbpx

მამაკაცსა და ქალს შორის ენერგიების სწორი ცვლა

ავტორი ნინო გონგაძე
1,499 ნახვა

ორთა კავშირი – ეს შრომაა.  შრომა ყოველდღიური, რომელიც ითხოვს ერთმანეთისგან არა მარტო მოთმინებას, არამედ, პატიებას და გაგებით მიდგომას.

ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრეობენ არა იმიტომ, რომ არ ჩხუბობენ, არ ბრაზდებიან და არ სწყინთ ერთმანეთისგან არაფერი, ან კიდევ ავიწყდებათ (თუმცა, ზოგჯერ ავიწყდებათ კიდეც), არამედ სწავლობენ პატიებას.

ძველად, ბრძენი ადამიანები ამბობდნენ – თავისთავად კაცი, ეს ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ისევე როგორც ქალი. მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ როდესაც იქმნება ოჯახი, ამ ახალ ორგანიზმს შეიძლება ეწოდოს სრულყოფილი ადამიანი. თუ კი ამ ორგანიზმის, თითოეული ნახევარი გაითვალისწინებს ერთმანეთის ინტერესს, მაშინ ასეთი ორგანიზმი, დიდი ხანი შეძლებს ჰარმონიულად ცხოვრებას.

თუ დავუჯერებთ წიგნებს, ტანტრის ოსტატებს, ფსიქოტრენერებს და ა.შ. როდესაც ქალი და მამაკაცი ხვდება ერთმანეთს, ისინი გადაიქცევიან ერთიან (ენერგეტიკულ) ჭურჭლად და მათ შორის იწყება ენერგეტიკული ცვლა.

თავისი ბუნებით, მამაკაცი ენერგიას (იდეას) ღებულობს ზემოდან (ზეციდან), ხოლო ქალი (ძალას) – ქვემოდან (დედამიწიდან). მიზნის (იდეას) სარეალიზაციოდ, მამაკაცს სჭირდება ძალა და ის ამ ძალას იღებს ქალისგან. ქალი კი, წარმოადგენს ძალის ენერგეტიკულ ბანკს, რომლის დახარჯვა არ შეუძლია მოქმედებებზე, მას მხოლოდ გაცემა შეუძლია. თუ ქალი, იწყებს საკუთარი რესურსის ამოქმედებას თვითონ(გადადის ქმედებებზე), მასში მატულობს მამაკაცური და მცირდება ქალის ენერგიები. ეს კი შესაბამისად ამცირებს, მის გვერდით ნამდვილი მამაკაცის არსებობის შანსს.

პრაქტიკულად, ქალსა და მამაკაცს შორის ყოველთვის მიმდინარეობს ენერგეტიკული ცვლა – ეს ბუნებაშია ჩადებული…
დაბადებიდან ყველა ბიჭს ჰყავს დედა, რომელიც შთააგონებს, აძლევს დედობრივ მზრუნველობას და სიყვარულს, ჰყავს და, ახსოვს სიყვარული, მეორე… თანამშრომელი, დაქალი – ყველა ქალში მამაკაცი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეძებს ენერგეტიკულად ძალით ავსების წყაროს. რადგან ამის შედეგად მამაკაცს საქმეები გამოსდის ადვილად, მიზანსწრაფულია და შთაგონებული.

მოგვიანებით, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთიანდებიან სიყვარულში, ქალი გამცემის როლშია (არა მარტო ფიზიკურად, ასევე მზრუნველობით, მორალურად, ინტელექტუალურად), ხოლო მამაკაცი მიმღების – იღებს ენერგეტიკულად ძალას, რომელსაც ხარჯავს ქმედებებზე და შექმნა-შენებაზე.

ყველაფერი ეს, მხოლოდ პირველი ეტაპია, ამით ჯერ კიდევ არ არის ჭურჭელში (ცოლ-ქმარში) ენერგიების გაცვლის ცილი დასრულებული.

კერძოდ, მამაკაცი როდესაც იღებს სამოქმედო და საკუთარი იდეის სარეალიზაციო ძალას, მან ქალს უნდა დაუბრუნოს – მატერიალური საჩუქრების, ზრუნვის, დაცვის, ფიზიკური დახმარების… ექვივალენტის სახით, რათა ქალი შთაგონებულ იქნას შემდგომი გაცემისთვის.

და ასე, ეს ციკლი მოძრაობს დაუსრულებლივ…

სიყვარული უმთავრესია ცოლ-ქმრულ ურთიერთოებეში. თუ ქალი აღსავსეა სიყვარულით (უპირობო სიყვარული), მას შესწევს აბსოლუტურად ყველაფერი. აი, რის დეფიციტს განიცდიან ქალბატონები. სიყვარული ეს მდგომარეობაა! მას განიცდი ყველაფრის მიმართ... სხვა ადამიანი რაღაცის გამო კი არ გიყვარს, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობს. ყველანაირი პირობების გარეშე. ეს კი საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა და არა სხვისი შეცვლით.

ქალს შეუძლია ყველაფერი! ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი  რათა მამაკაცი შედგეს. ზემოთხსენებული ენერგიების გაცვლა უნდა ხდებოდეს ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე.

თამარ კვარაცხელია

წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment