მამაკაცის გულისთვის არ უღალატოთ თავს და ინტერესებს | Jolo.ge


მამაკაცის გულისთვის არ უღალატოთ თავს და ინტერესებს

მამაკაცის გულისთვის არ უღალატოთ თავს და ინტერესებს

მინდა შევეხო საკითხებს, რომლითაც ხშირად მომართავენ გოგონები და გავაერთიანო ისინი ერთ რუბრიკაში – ქალის უპატიებელი შეცდომები ურთიერთობების დაწყებისას!

ჩემმა პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და 4 წლიანმა  ქოუჩინგის პრაქტიკამ (მათ, შორის უფასო ქოუჩ-სესიების ანალიზმა) გადამაწყვეტინა, როგორც შინაგანი ჰარმონიის ექსპერტს, ჩამოვაყალიბო პატარ-პატარა აქტუალურ თემებად – შეცდომები რომელიც, სჯობს არ დაუშვას გოგომ, ბიჭთან ურთიერთობების დაწყებისას.

ანალიზის შედეგად, პირველ ადგილზეა

  • მამკაცის გამო საკუთარ თაზე და საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენს შეყვარებულს დაუწუნებია თქვენთვის გარეგნობა მაგ: ცხვირი ან მკერდი….

ან უთხოვია გახდომა ან გასუქება…

ირონიულად მოუხსენებია ან დაუწუნებია თქვენი გატაცება…

სანამ არ არის გვიან, დაივიწყეთ, გაუშვით თქვენი ცხოვრეიდან – ის არ არის თქვენი ადამიანი.

უარი თქვა საკუთარ თავზე და ინტერესებზე და გახდე – მას როგორიც უნდა! კი მაგრამ რატომ? რისი გულისთვის? რატომ უნდა გავხდე სხვა? იმტომ რომ არ მიმატოვოს? იმის შიშით, რომ არ გადამიყავროს? ვითომ ვუყვარვარ? ან რა, თუ დავყვები შემიყვარებს?

დიიიიდიიიი სისულელეა….

ეს სხვისი, ვიღაცის, არარელური, გაურკვეველი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრებაა. ეს საკუთარი თავის უარყოფაა, საკუთრ ბუნებაზე უარის თქმაა.

გოგოებო, ლამაზებო, მერწმუნეთ, ეს ბედნიერს ნამდვილად ვერ გაგხდით.

ამას, პირადი გამოცდილება და კლიენტების ისტორიების ანალიზი მაწერინებს.

როდესაც პირველად თქვა: „დიდი ცხვირი გაქვს“ – გამიკვირდა(მანამდე ჩემთვის, არავის უთქვამს მგავსი)… მაგრამ დავიჯერე და რადგან სტუდენტს პლასტიკური ოპერაციის თანხა არ მქონდა(მადლობა ღმერთს, რომ არ მქონდა), ადვილი გამოსავალი ვიპოვე – შევიძულე ჩემი ცხვირი.

როდესაც მითხრა: „რამ სიგრძე კაბები გაცვია, დედა ტერეზა ხომ არ ხარო“ – კვლავ დავუჯერე და დამოკლდა კაბა… 🙂

როცა, მისმა ძვირფასმა დედიკომ თქვა: „ჩემ შვილს არ შეეფერები, სად შენ და სად ჩვენო“ – (თუმცა კარგა ხანი მიკვირდა, რა კრიტერიუმებით ზომავდა) კვლავ დავიჯერე და შევიძულე ჩემი ცხოვრება, სიცოცხლე და საერთოდ, ერთ დღესაც, ყველა ფერი – ერთი ფერი გახდა…

ბევრი შემიძლია ვწერო… შეიძლება, ვინმეს ეცნობა ვითარება ან შეიძლება, რომელიმე თქვენთაგანი, ცხოვრების მოცემულ მომენტში, ანალოგს ხედავს.

მოკლედ,  ყველაფერს ვაკეთებდი ოღონდ მას მოვწონებოდი, ოღონდ არ ეთქვა ჩემზე უარი…

ჯამში მაინც მოხდა ის, რისიც მეშინოდა.

ამ მცდელობებში, საკუთარი თავიც დავკარგე და თავადაც გაიპარა, არაკაცურად, დილის ნისლივით… 🙂 დედიკოს შერჩეული, შესაფერისი მოიყვანა ცოლად.

აღმოვჩნდი „არავისთან“… თითქოს „მე“ ვიყავი მე და არც ვიყავი…

ჩაირთო დაბრუნების პროცესი.

ნელ-ნელა ვარკვევდი ვინ ვიყავი, რა მინდოდა? ვინ მინდოდა? როგორ? რატომ?…. რას არ დავუშვებდი არავითარ შემთხვევაში, რას მივიღები და სიხარულით შემოვუშვებდი ცხოვრებაში.

დღეს, მადლობას ვუხდი ამ ადამიანს, რადგან მაჩვენა როგორ არ მიყვარდა, პატივს არ ვცემდი, როგორ ადვილად შემეძლო მეღალატა და უარი მეთქვა ცხოვრებაში უმთავრეს ადამიანზე – საკუთარ თავზე. გამეყიდა საკუთარ ინტერესები, იაფფასიან გულის მოგებაში. მასწავლა თავის სიყვარული, დაფასება, მიმღებლობა, გაცემა, ზრუნვა, პატიება….

ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია, მართალია უხდი ძვირს, სამაგიეროდ გაკვეთილს ითვისებ საშვილიშვილოდ!

უბრალოდ, ვწერ იმისთვის, რომ გაითვალისწინოთ (ვისაც უნდა):

როდესაც შეეშვებით დარდს და წუხილს, სხვაში რეალიზების მცდელობას. როდესაც, იპოვით საკუთარ თავს და კონცენტრირდებით თქვენს ინტერესებზე. ნამდვილი მამაკაცები მოვლენ და მერე როგორ… თავისით ძალისხმევის გარეშე და მაშინ უკვე თქვენ აირჩევთ. აი, როგორც ზღაპარში – საუკეთესოს! თუ „ოქროს ჩიტს მომიყვან“ ან რამე მსგავსი… ამას აკეთებთ არა იმიტომ რომ “ოქროს ჩიტი გაკლიათ“ არამედ, ვინ არის თქვენი სიყვარულის ღისი, გაარკვიოთ.

გოგოებო დამშვიდდით, მიენდეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ ის და აკეთეთ თქვენი საქმე სიამოვნებით. თუ მამაკაცს უნდა, შეგიყვარებთ არა მხოლოდ სილამაზის და ღირსებების გამო, არამედ, შეუყვარდება ნაკლიც. რადგან ამ ნაკლში დაინახავს განსაკუთრებულობას.   მას თუ უნდა, მისთვის გახდებით საუკეთესო, ერთადერთი, სასურველი… ის, ვერასდროს გაგიბედავთ ვინმე სხვას შეგადაროთ, მიგანიშნოთ წონაზე ან პატარა მკერდზე …. პატივისცემით მოეპყრობა თქვენს ინტერესებს, თუნდაც არ ესმოდეს ბოლომდე რას აკეთებთ. მოგცემთ თვითგამოხატვის საშუალებას და თან ისე, როგორც ჩათვლით საჭიროდ. ხელს შეგიწყობთ და გვერდით დაგიდგებათ.

 მამაკაცი, რომლსაც თქვენი არ ესმის და არ გიღებთ ისეთს როგორიც ხართ – უბრალოდ, არ არის თქვენი.

როდესაც, მამკაცის გვერდით თავს იგრძნობთ დამცირებულად, გივარდებათ თვითშეფასება, დარდობთ, განიცდით და გეჩვენებათ, რაღაც ისე არ არსის როგორ უნდა იყოს – მერწმუნეთ, არ გეჩვენებათ – დაასრულეთ ეს ურთიერთობა!!! რადგან, აქ თქვენი „მე“- ისედაც სრულდება!

არ დაიკარგოთ ისე, რომ თავისკენ ვერ გამოაგნოთ!

არ უღალატოთ საკუთარ თავს, სხვების გულისთვის!

არ დაკარგოთ თავი არ არსებული პიროვნების (რომელიც თქვენი ცხოვრებიდან, არაკაცურად, გაიპარება დილის ნისლივით) და ილუზიების გამო!

ჰარმონია შინ და გარეთ,  გოგოებო!

 

დღეს სულ ეს იყო. შემდეგი თემა რუბრიკიდან  ქალის უპატიებელი შეცდომები ურთიერთობების დაწყებისას, იქნება  – ინტიმური ურთიერთობები ქორწილამდე.

თუ დაგაინტერესათ, დამიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. აუცილებლად გავეცნობი და გავითვალისწინებ შემდეგ თემებში. მადლობა.

 

რეგისტრაცია ინდივიდუალური ქოუჩ-სეიებზე: http://kvaratskhelia.pro

 

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით,

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(1028)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გსურთ გვერდით განსაკუთრებული მამაკაცი გყავდეთ…

თუ გსურთ გვერდით გყავდეთ განსაკუთრებული ადამიანი თავად უნდა იყოთ განსაკუთრებული. ქორწინებაში კარგი პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამაა. როგორია განსხვავებული პარტნიორი,


„საიდან მოდის ეს სისასტიკე? სისასტიკე, რომელსაც აფრქვევს ეს სხეული?“…

„როგორ ხდება ასე, რომ ისეთ ადამიანიც კი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია ბუნებას, სისხლი ეყინება ამ არაამქვეყნიური სილამაზის ნახვისას? საიდან მოდის ეს


 როგორ დავიხმაროთ მამაკაცი საოჯახო საქმეებში…

დიდი ხანია გავიდა ის დრო, როდესაც ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სახლის საქმეები ქალის მოვალეობაა, მან უნდა დაალაგოს, გარეცხოს, მოამზადოს და ა.შ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*