მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ, ანუ რჩევები ქალებს | Jolo.ge


მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ, ანუ რჩევები ქალებს

მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ, ანუ რჩევები ქალებს

ლოგიკურ საქციელს ელიან, ამიტომ, თუ ქალი თავისი მავნე ჩვევების კორექტირებას მოახდენს, მისთვის ღია იქნება ნებისმიერი მამაკაცის გული.

ქალმა მამაკაცს მისი დაპყრობის საშუალება უნდა მისცეს, უნდა დაარწმუნოს, რომ მზადაა, სიყვარულის გამო უარი თქვას არათუ მოთხოვნებზე, ხასიათზეც კი. ქალმა ისე უნდა გაწვრთნას მამაკაცი, რომ მან თვითონვე მოინდომოს

სამუშაოდან საყვარელ ქალთან დაბრუნება; ხშირად დაურეკოს და მოიკითხოს; მხოლოდ მასთან ერთად იაროს გასართობად; სიამოვნებით გადაიხადოს ქალის დანახარჯი; გამუდმებით გამოხატოს სიყვარული და პატივისცემა, დაუმტკიცოს ქალს, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ყოველივე ამის მისაღწევად ქალს ერთადერთი რამ სჭირდება — დაემორჩილოს მამაკაცს და ამავე დროს შეუმჩნევლად დაიმორჩილოს იგი.

რა უნდა ახსოვდეს ქალს

თუ მამაკაცმა ურთიერთობის 6 თვის თავზეც არ გთხოვათ ხელი, შესაძლოა, მისგან ამას ვერც ეღირსოთ — ის მამაკაცთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელსაც სიკვდილივით ეშინია თავისუფლების დაკარგვის. ნუ დანებდებით მამაკაცს პირველსავე შეხვედრაზე. გახსოვდეთ, კაცები ქალების მიმართ უფრო მკაცრი მორალისტები არიან, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. როცა ქალი უმალვე ნებდება კაცს, ის ფიქრობს, რომ ქალი ყველასთან ასე იქცევა. მამაკაცები ძალიან ეჭვიანები არიან — ისინი ხომ შინაგანად მესაკუთრენი ბრძანდებიან; სილამაზე მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა, ქედმაღალი და მკაცრი ქალები არ უყვართ.

 

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცის ამოცნობა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად, შეიძლება, მამაკაცი ჰალსტუხით ამოვიცნოთ, რადგან ამ აქსესუარს ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკუთარი გემოვნებისა და წარმოდგენისამებრ ირჩევენ. კაცი, რომელიც კოპლებიან ჰალსტუხს ამჯობინებს, ძალზე ენერგიული და მიზანსწრაფულია. თუ თავისი ოცნების ქალს შეხვდა, მის ერთგულებაში გალევს სიცოცხლეს. ამ ტიპის მამაკაცი წრფელია და მეგობრების სული და გული. მას დიდი ერთგულება და ნამდვილი მეგობრობა შეუძლია. მამაკაცი, რომელსაც უყვარს პატარაორნამენტებიანი ჰალსტუხი, მშვიდია, თუმცა აქვს იუმორის ხალასი ნიჭიც. ის ყოველ ნაბიჯს გონებით განსჯის, რაც ხშირად აღიზიანებთ ქალებს, განსაკუთრებით — მეუღლეებს. ალბათ იმიტომ, რომ ქალებს სპონტანური მოქმედება და იმპროვიზაცია უფრო მოსწონთ. მამაკაცი, რომელსაც უყვარს დიაგონალური ხაზებით, კლასიკური ორნამენტებით გაწყობილი ჰალსტუხები, კორექტული და ერთგულია, იდეალური მეუღლე და მამა, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც კარიერაა. მამაკაცის ხასიათის ამოცნობა თურმე ნიკაპითაც შეიძლება. წაგრძელებული და ფართონიკაპიანი მამაკაცი ქედმაღალია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. ჩამოთლილი ნიკაპი ფრთხილ და მერყევ ხასიათზე მიუთითებს. გრძელნიკაპიანი ადამიანი უმეტესად ეშმაკი და ძუნწია, უყვარს დაცინვა, თუმცა აქვს იუმორის გრძნობაც; ცდილობს, ყველაფერი თავისებურად გააკეთოს. ბრტყელნიკაპიანი მამაკაცი დაუნდობელი პრაგმატიკოსია. ცდილობს, ყველაფრიდან სარგებელი ნახოს. საჭირო ადამიანთან დასაახლოებლად ყველაფერს ჩაიდენს. ასეთებს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავთ. ღაბაბი აქვს ჭამის მოყვარულს. ის ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ ზოგჯერ საშიშიც, რადგან პირად გამორჩენას ყველაზე მაღლა აყენებს. წვეტიანი ნიკაპი სულსწრაფ, ეგოისტ პიროვნებას ამხელს. ასეთი მამაკაცი გულჩათხრობილი, ფიცხი და ნაკლებკომუნიკაბელურია. მომრგვალებული, ჩაჩვრეტილი ნიკაპის პატრონები ძლიერი ნებისყოფისანი არიან და სხვისი მფარველობაც უყვართ. ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია, ამიტომ თუ ორ მოსიყვარულე ადამიანს, ქალსა და მამაკაცს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ქალი უნდა შეეცადოს იმის მიხვედრას, რა აღიზიანებს, რა არ მოსწონს მამაკაცის ხასიათში. თუ ეს მამაკაცი მისი ქმარია, მაშინ ცხადი გახდება, რომ ქმარი უბრალოდ არ ჯდება იმ იდეალურ ჩარჩოებში, რომელიც ცოლმა თავის წარმოდგენაში შექმნა, ამიტომ ქალმა უარი უნდა თქვას პარტნიორის გაიდეალებაზე. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას. ნამდვილი სიყვარული ღირს იმად, რომ ქალი გაისარჯოს…

წყარო: http://b2p.ge

ნანახია:(1304)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ამის ცოდნაც კი საკმარისია, რომ ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება…

ურთიერთობები მამაკაცსა და ქალს შორის ისეთი საკითხია, სადაც ბევრი რამ გასააზრებელია ჰარმონიული და ბედნიერი კავშირისთვის. თითოეული ჩხუბი, კამათი, წყენის დაგროვება,


10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს

ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგჯერ თითქოს მოულოდნელად ფუჭდება, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არაა. რომელიმე მხარე ყოველთვის შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი


არასდროს გააკეთოთ მამაკაცისთვის ეს 6 რამ!

ყველა გოგონა მხოლოდ ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობს, თუმცა მამაკაცებს ყოველთვის არ ესმით ამის არსი და ბევრი ქალი მამაკაცის როლს საკუთარ თავზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*