მამაკაცების 9 ჩვევა, რომლებიც ქალებს აგიჟებენ

by Ann | Ноябрь 27, 2016 14:26

გოგონები დარწმუნებულნი არიან, რომ რაინდები მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არსებობენ, თუმცა საბედნიეროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ჯენტლმენები. თუ თქვენ გსურთ ყველა ქალი თქვენით აღფრთოვანდეს გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

 

1.კარის გაღება — მამაკაცი, რომელიც ქალს მანქანიდან გადმოსვლისას კარს უღებს და ეხმარება მზრუნველი და განათლებულია. მისთვის მნიშვნელოვანია საპირისპირო სქესმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.

 

2.ტოვებს ბოლო ლუკმას — ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადის. დიახ, ეს ყველა მამაკაცს ეხება, თუმცა მამაკაცი, რომელიც მზადაა მოიკლოს ლუკმა, რათა საყვარელ ქალს დაუტოვოს მზრუნველი და ნამდვილი ჯენტლმენია.

 

3.ოჯახთან დროის გატარება — თუ მამაკაცი ინტერესდება თქვენი ოჯახის წევრების ფოტოებით, მზადაა მათთან ერთად გაატაროს დრო იმის ნაცვლად, რომ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის მატჩზე წავიდეს, ის ნამდვილად ისაა, ვინც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

 

4.ქალბატონის წარდგენა ნაცნობებთან — ნამდვილმა ჯენტლმენმა იცის, რომ თუ ის თანმხლებ ქალბატონს არ წარუდგენს შემხვედრ ნაცნობს ქალბატონი თავს უხერხულად იგრძნობს.

 

5.საჩუქრების ჩუქება — თუ მამაკაცი საჩუქარს უბრალოდ, უმიზეზოდ ჩუქნის ქალბატონს, ეს ნიშნავს, რომ ის მისთვის ძვირფასი ადამიანია.

 

6.წინ სიარული — მამაკაცი, რომელიც ქალზე ზრუნავს ყოველთვის ცდილობს მის წინ იაროს, რათა მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვას.

 

7.შუბლზე კოცნა — თუ მამაკაცი ქალს შუბლზე კოცნის, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უყვარს.

 

8.მანქანის მოვლა — როდესაც მამაკაცი ქალის მანქანას ხელს შეავლებს ქალს უჩნდება შეგრძნება, რომ მასზე ზრუნავენ.

 

9.დახმარება ჩაცმაში — ქურთუკის, თუ ნებისმიერი სამოსის მიწოდება და ჩაცმაში დახმარება მამაკაცის მხრიდან მზრუნველობის გამოხატულებაა.

ნანახია:(21257)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mamakacebis-9-chveva-qalebis/