fbpx

“მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ”- ქალი და მამაკაცი

ავტორი ნინო გონგაძე
6,177 ნახვა

= მამაკაცის გამოტეხვა ადვილია, ქალის შეუძლებელი.

= ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.

= ქალები ბავშვებივით არიან და “არას” თქმა უყვართ, მამაკაცებიც ბავშვებივით არიან- მათ სერიოზულად სჯერათ ეს “არა”.

= ქალები ყურადღებას აქცევენ არა ლამაზ მამაკაცებს, არამედ ლამაზი ქალების გვერდით მყოფებს.

= ქალს ბევრი რამ უნდა ერთი მამაკაცისგან, მამაკაცს- ერთი რამ ბევრი ქალისგან.

= ქალის კაბა აინტერესებს იმ მამაკაცს, რომელსაც არ აინტერესებს თავად ქალები.

= ღმერთმა ქალი სილამაზით დააჯილდოვა, მამაკაცი- ქალით.

= როცა ქალი ყველაფერში უგებს მამაკაცს, ეს მთავრდება ქორწინებით, ან განქორწინებით.

= საერთოდ მამაკაცი ყოველთვის ასწრებს ქალს. პირველი მიდის პაემანზე, პირველი უტყდება სიყვარულში და პირველი იძინებს.

= მამაკაცი ეჭვიანობს თავის წინამორბედებზე, ქალი კი მათზე, ვინც მას შეცვლის.

= მამაკაცის და ქალის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება.

= მამაკაცები პატიობენ და ივიწყებენ, ქალები მხოლოდ პატიობენ.

= მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.

= ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან.

= ნამდვილი სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ.

= მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ.

= ქალების უმრავლესობა საღამურის არჩევას უფრო მეტ ტვინს ატანს, ვიდრე მამაკაცისას.

= ნამდვილ კაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს – წარსული.

= ქალის გარეშე მამაკაცის ცხოვრების დილა და საღამო უსუსური იქნებოდა, შუადღე კი-უსიხარულო.

= ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.

= ოქროს ცეცხლით გამოცდიან, ქალს – ოქროთი, მამაკაცს – ქალით.

= მამაკაცი, რომელიც პატივს სცემს ქალს, მიტოვებისას მას არ დაამცირებს.

კაცები არ იმჩნევენ, რომ ქალების ესმით. ეს უფრო იაფი უჯდებათ.

= თუნდაც მამაკაცებს შეეძლოთ იმის გაგება რასაც ქალები ფიქრობენ, მაინც არ დაიჯერებენ.

= მამაკაცს ყოველთვის ეხსომება 3 ქალი: პირველი, ბოლო და ერთადერთი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment