მალე თბილისს ოშოს უსაყვარლესი მოსწავლე მადიტა დისკჰუტი ეწვევა | Jolo.ge


მალე თბილისს ოშოს უსაყვარლესი მოსწავლე მადიტა დისკჰუტი ეწვევა

მალე თბილისს ოშოს უსაყვარლესი მოსწავლე მადიტა დისკჰუტი ეწვევა

მალე თბილისს ოშოს უსაყვარლესი მოსწავლე მადიტა დისკჰუტი ეწვევა. მსოფლიოში აღიარებული და მოთხოვნადი ტრენერი  უკვე ექვსი წელია რაც საქართველოში NLP ტრენინგს ატარებს. „ქართველი მსმენელი ძალიან საინტერესო და მგრძნობიარეა“ — განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

— ჩვენ გიცნობთ, როგორც ლეგენდარულ მადიტას, ქალს, რომელიც არის ურთიერთობების და  მართვის სადავეების  დიდოსტატი და ოშოს მოსწავლე, რას იტყოდით საკუთარ თავზე?

— მე ვარ ერთგული მედიტატორი (ადამიანი რომელიც მედიტირებს) ეს ოშოსგან ვისწავლე 40 წელია. მან ჩვენ გვასწავლა თუ როგორ უნდა გავმხდარიყავით ჩვენი გონების  ოსტატები. ეს ნიშნავს რომ თითოეული ჩვენთაგანი პასუხისმგებელია ჩვენს ფიქრებზე, თუ რას  ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ  და როგორ ვქმნით ამ ფიქრის მეშვეობით ჩვენს ბედნიერებას ან უბედურებას. მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ არ არის პასუხისმგებელი ამაზე.

— თქვენი ტრეინინგები საკმაოდ პოპულარულია , რას უნდა მივაწეროთ ეს პოპულარობა _?

— ჩემი აზრით, მთავარი მიზეზია — ნლპ და მედიტაციის უნიკალური სინთეზი.

-რამდენი ხანია რაც ენ ელ პე-თი ხართ დაკავებული და  სად დაეუფლეთ ამ ტექნიკებს?

— 30 წელზე მეტია. მე მქონდა ბედნიერება რომ ეს მეთოდიკა მესწავლა უშუალოდ NLP-ს შემქმენებისგან. შევისწავლე კალიფორნიაში  ყოფნის დროს ისეთი ადამიანებისგან როგორებიც არიან: Richard Bandler, Robert Dilts, Chris Hall

— ყველაზე ძალიან რა მოგწონთ თქვენს პროფესიაში?

— NLP-ეს პრაქტიკული მეთოდი გამოიყენება იმისათვის რომ გახდე შენი გონების ოსტატი, მისი მეშვეობით შენ სწავლობ შენი ფიქრების სწორად გაგზავნას ემოციური ინტელექტის მიმართულებით, რათა მოიპოვო  შინაგანი სიმშვიდე, წარმატება და ხალისიანი ცხოვრება .

— რას ფიქრობთ იმ ქოუჩინგის და სპიკერობის სკოლის შესახებ,რომელიც საქართველოში ხათუნა მუზაშვილმა დააფუძნა? როგორც ვიცი ამ სკოლის მსმენელებს აქვთ ბედნიერება NLP-ს კურსი თქვენთან გაიარონ.

— დიდებულია როცა არის განზრახვა რომ შეიქმნას ასეთი სკოლა!
იმისათვის რომ განავითარო ქოუჩინგის უნარები და იყო მართლაც კარგი საჯარო სპიკერი , ენ ელ პეს ცოდნა არის აუცილებელი. პირველი ადამიანი ვინც უნდა დააქოუჩოთ ეს ხართ თქვენ.  როცა თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს მოდუნებულ, თავდაჯერებულ და რესურსებით სავსე მდგომარეობაში, მხოლოდ მაშინ შეძლებთ გახდეთ სხვა ადამიანების მწვრთნელი და ქარიზმატული სპიკერი.

-რას იღებენ თქვენი მონაწილეები თქვენი სწავლების შედეგად?

-ისინი სწავლობენ მზრუნველობას, აზროვნებისა და გრძნობების სასარგებლო გზებს, ასევე თვითშექმნილი ტკივილების გაშვებას, შიშისა და დაუცველობის უგულებელყოფას და გამოწვევების მიღებას .

-როგორ დაეხმარება ეს სწავლება მათ ?

ისინი გააძლიერებენ და გააფართოებენ თავიანთ  გარეგან და შინაგან კომფორტ-უსაფრთხოების ზონას, გახდებიან უფრო აქტიურები, ისწავლიან თავიანთი თავის ნდობას , მეტად გაზრდიან თანაგრძნობის შეგძნებას და სტრესის გარეშე შეხვდებიან ნებისმიერ გამოწვევას.

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

ოშო ამბობს: „ცნობიერების ამაღლების გარეშე შენ მიგყავს შენი თავი განადგურებამდე“

ასე რომ ჩემი უდიდესი სურვილია საკუთარი თავის და სხვების ცნობიერების ამაღლება , რათა ჩვენ ყველამ  ერთად შევძლოთ რომ ვიცხოვროთ შემოქმედებითი, მოსიყვარულე და წარმატებული ცხოვრებით.

ესაუბრა დეა თავბერიძე

 

(NLP) ( ნეირო ლინგვისტური პროგრამირება) 

ტრენინგის ძირითადი თემები:

1. ნლპ ქოუჩის ძირითადი დებულებანი;
2.ხედვის შექმნა -სწორად ფორმულირებული შედეგები;
3.პრობლემის ჩარჩო და შეფასების ჩარჩო;
4.ნლპ-ს ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი;
5.როგორ ქმნიან ადამიანები თავიანთი სამყაროს მოდელს;
6.რაპორტი-არეკვლა-ხელმძღვანელობა;
7.ცნობიერების ენა (მეტა მოდელი;)
8.მეტა მოდელის კითხვები;
9.ოცნების ენა (მეტა მოდელი);
10.რეპრეზენეტატიული სისტემები;
11.პრედიკატები(VAKOG);
12.ღუზის შექმნა;
13.ღუზების შერწყმა;
14.ბრწყინვალების წრე;
15.სხეულის ღრმა მოდუნება;
16.სვიში;
17.ქვე-მოდალობების სამუშაო ფურცელი;
18.აღქმითი პოზიციები-კონფლიქტი ორ პიროვნებას შორის;
19.აღქმითი პოზიციები-მოძღვრები;
20.თვალში შეღწევის სიგნალები;
21.EMDER(ფანჯრის წმენდა);
22. ლოგიკური დონეები;
23.“წმენდა“სტერეოტიპების შეცვლა;
24.სიმპტომების შეცვლის ტრანსი.
25.თანა-დამოკიდებულებებისგან გათავისუფლება
26.ვიზუალური სკვოში.

სერთიფიცირება ;
დამსწრეები მიიღებენ 2 სერთიფიკატს :
1.ამერიკის „ენ ელ პე“ საზოგადოების საერთაშორისო სერთიფიკატი NLP COACHING
2.ქოუჩინგის და სპიკერობის საერთაშორისო ასოციაციის.

ტრენინგის ჩატარების დრო — 06 . 07 დან 15.07 მდე. 
სამუშაო დღეებში — 19:00 დან 22:00 საათამდე.
შაბათ კვირას — 12:00სან 18:00 საათამდე.
საფასური — 1000 ლარი.
საფასური ითვალისწინებს :
ყავის შესვენებეს;
ტრენინგის დღიურს (სპეციალურად ტრენინგისათვის შექმნილი სამუშაო მასალა)
სერთიფიკატს აგრეთვე დასკვნით საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას.
ტრენინგზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონით 593 94 5008 / 595 28 18 55

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ რეგისტრაცია და ანგარიშსწორება წარმოებს წინასწარ.
თიბისიბანკი ა/ნ GE77TB7540236070100001
დანიშნულება — ნლპ ტრენინგის საფასური.

გისურვებთ წარმატებებს 

 

ნანახია:(358)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

7 ენერგეტიკული პრაქტიკა წინსვლისა და ბედნიერებისთვის

ეს არის 7 ენერგეტიკული პრაქტიკა, რომელსაც გააჩნია საოცარი მაცოცხლებელი ძალა, ენერგია, ხალისი, სასწაულმოქმედი ზემოქმედება ადამიანის ცხოვრებაზე. თუ გაქვთ იმის სურვილი,


24 ნაბიჯი სიმდიდრისკენ — თქვენ გეშინიათ თქვენი ფიქრების?

„აბა, დაფიქრდით, თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. თქვენი გარე სამყარო თქვენი შინაგანი სამყაროდან გაგზავნილ იმპულსებს ეხმიანება. და ვინაიდან მხოლოდ თქვენ


პირველად საქართველოში 13-14 მაისს — ლეგენდარული მადიტა ტრენინგით — „გაყიდვების მაგისტრი“

მსოფლიოში აღიარებული ტრენერი მადიტა დისკჰუტი თბილისს რამდენიმე დღეში ეწვევა და პირველად საქართველოში ჩაატარებს ტრენინგს, რომელიც მსურველებს გაყიდვებში დააოსტატებს. ის მარკეტინგული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*