მაიკო კაჭკაჭიშვილი: ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება… | Jolo.ge


მაიკო კაჭკაჭიშვილი: ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება…

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება…

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ძალიან რთულია ეს ყველაფერი გადმოვცე ისე როგორც მე ვფიქრობ, ეს დღეებია სულ ვწევარ ადგომის სურვილიც არ მაქვს არც ადამიანებთან ურთირთობის, გაღიმების და, ასე შემდეგ…უამრავი საქმის მიუხედავად ვერაფრით ვდგები ლოგინიდან პირველად დამემართა ასეთი რამ! არც სულის ტკივილს ვგრძნობ და არც სხეულის, უბრალოდ არაფერს ვგრძნობ….

რთული ადამიანი ვარ კი ბატონო, რაც ცნობიერება მაქვს ეს იქედან მოყოლებული ვიცი, მძიმე ხასიათების, და ჯიუტი…ერთადერთი რაღაცის მშურდა მთელი ცხოვრება თუ როგორ გამოხატავდა ხალხი სითბოს თავიანთი ახლობლების დედის მამის და დის მიმართ, 35 წლის ასაკში ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვერევი თავს.

ამ სიყვარულს ვინც მიყვარს მათ მიმართ გულით ვატარებ და სხვას ვერაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ეს გაიგონ… ვერ ვუხსნი ვერავის ვერაფერს, რაშიც თუნდაც დამნაშავედ მთვლიან, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან უცნაურ კავშირშია…. და მირჩევნია გავჩუმდე და გავიდე, ასე რომ ადამიანებზე დასკვნას ნუ გააკეთებთ თქვენ 1% თაც არ იცნობთ მათ !!!!

მე კიდევ ამ ყველაფერს ვინანებ მაგრამ გვიან იქნება ? დავწერე, იმიტომ რომ ესე ბევრად ადვილია თქმა იმისა, რაც გტკივა.

ნანახია:(136)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ოგიუსტ როდენის «მარადიული გაზაფხული» სოტბის აუქციონზე ოც მილიონ დოლარად გაიყიდა

ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ქმნილება სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. «მარადიული გაზაფხული» ანონიმურმა მყიდველმა ოც მილიონ დოლარად შეიძინა. როდენი მარმარილოს


„რაც და ვინც გწამლავთ — გისურვებთ მიჯაჭვულობის დაძლევით გადაგეგდოთ “…

…დღეს, ამ მაისის პირველში, მაშინ როცა ვიღაცა სოლიდარობას გამოხატავს, ვიღაც ბავშვობის დროინდელ აღლუმებს იხსენებს….. ადამინთა დიდი ნაწილი ფიქრობს, თუ როგორ


ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე — ოპერის ყველაზე ლამაზი მომღერლები

ათეულთა სიას სათავეში ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე უდგას. ამავე ათეულში მოხვდა ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე. ოპერის ყველაზე ლამაზი მომღერალი ესპანელი ბლოგერების მიერ ჩატარებული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<