მაგნო შავდია, ცხელი ლატე, უგემრიელესი ტერამისუ და უხვი პოზიტივი … | Jolo.ge


მაგნო შავდია, ცხელი ლატე, უგემრიელესი ტერამისუ და უხვი პოზიტივი …

მაგნო შავდია, ცხელი ლატე, უგემრიელესი ტერამისუ და უხვი პოზიტივი …

magnnnn

ასე იწვევს სამხიარულოდ, სიცილის ჯადოქარი სიხალისეს გადაჩვეულ თბილისელებს. საქართველოს რამდენიმე დღის წინ ეწვია და თავისი პოზიტივი ქალაქს უკვე დაატყო. ჯერ განცხადებას სოციალურ ქსელში ანთავსებს, მერე ფბ. მეგობრებს რომელიმე კაფეში უყრის თავს და ცხელ ლატესა და უგემრიელეს ტერამისუსთან ერთად უხვი პოზიტივით უმასპინძლდება… განწყობა გადამდებია და საერთო მხიარულებაში კაფეს თანამშრომლებიც ერთვებიან ხშირად… აღტაცებულებსა და დადებითი მუხტით გაბრუებულებს მაგნო „სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე“ იწვევს. „ეს მოთელვაა, ნამდვილი მხიარულება წინ გელითო“, — ამბობს.

პოზიტიურ მაგნო შავდიას ნამდვილად შესწევს უნარი გადაიბიროს ნეგატივში მყოფი ადამიანებიც კი, აიყოლიოს ისინი და სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას ყველას… ჰოდა, ამ ერთობლივ ზეიმზე გვიწვევს სიცილის ჯადოქარი 15 მაისს 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე, მხიარულების შესაგრძნობლად, ბავშვობაში დასაბრუნებლად და სიხარულის გასავრცელებლად…

მანამდე კი შეუერთდით მაგნოს წამოწყებას და ეს ყოველივე დააგემოვნეთ „სიცილისა და პოზიტივის კაფეებში“ .

 

 

ნანახია:(199)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„- ალო… ვასილიჩ მე გაწუხებთ, სიძე“ …

**** გადავწყვიტე ჩემს სასიმამროს დავხვდები სამსახურის კიბებთან და ყველაფერს კარგად ავუხსნი მეთქი. სასიდედროსთან უკვე შეხვედრილი ვიყავი… გამომკითხა ვინ ვიყავი, რას


„ეჰ, იმან რა იცოდა რა ჯვარს მაცვა და ეგრე რბილად: შენიშნეო..?!“

პირველი ფული , თორმეტი წლის ვიქნებოდი, ტყეში კაკალი მოვკრიფე, ბაზარში გადამყიდველებს ჩავაბარე და ამით გამოვიმუშავე .  ამ ფულით იმ დროს


რაში გვეხმარება სიცილი ?

აძლიერებს იმუნურ სისტემას სიცილი აუმჯობესებს არა მარტო ფსიქიკურ, არამედ, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც. როდესაც იცინით ირგანიზმი მოშვებულია, სადღაც ქრება დაძაბულობა და მცირდება სტრესი. როგორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*