მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი | Jolo.ge


მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი

მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი

«ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი. შესასვლელში იყო აბრა, სადაც მაღაზიის და ყიდვის წესები ეწერა:

თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ!

მაღაზიაში 6 სართულია და მამაკაცების ხარისხი იზრდება სართულის ნომრის მიხედვით.

თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი რომელიმე სართულზე ან ახვიდეთ ზედა სართულზე.

ქვედა სართულზე დაბრუნება აკრძალულია.

ერთი ქალმა გადაწყვიტა მისულიყო ამ მაღაზიაში და თავის მეორე ნახევარი ეყიდა. შევიდა მაღაზიის პირველ სართულზე და წაიკითხა აბრა: «კაცები, რომლებიც მუშაობენ», – იგი მაშინვე მეორე სართულზე გაემართა. აბრა მეორე სართულზე: «კაცები, რომლებიც მუშაობენ და უყვართ ბავშვები». ქალი წავიდა მესამე სართულზე, აბრა: «კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები და ძალიან ლამაზები არიან», «რა მაგარია» – გაიფიქრა ქალმა და წავიდა მეოთხე სართულზე. აბრა მეოთხე სართულზე: «კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები არიან და ეხმარებიან დიასახლისობაში ქალებს». «დაუჯერებელია!» – წამოიყვირა ქალმა – «მიჭირს თავის შეკავება!» მაგრამ, მაინც წავიდა მეხუთე სართულზე. წარწერა მეხუთე სართულზე: «კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები არიან, ეხმარებიან დიასახლისობაში და ძალიან რომანტიულები არიან.» ქალს ძალიან უნდოდა დარჩენილიყო ამ სართულზე და აერჩია მამაკაცი, მაგრამ მან მაინც დაძლია საკუთარი სურვილები და წავიდა შემდეგ სართულზე. მეექვსე სართულზე წაიკითხა წარწერა:

 

«თქვენ ამ სართულზე ხართ სტუმარი № 314561025, აქ კაცები არ არიან, ეს სართული არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ქალების სურვილებს არ აქვს საზღვარი. მადლობას გიხდით რომ გვეწვიეთ!»

 

ხოლო ქუჩის მეორე მხარეს იყო «ცოლების მაღაზია».

პირველ სართულზე იყო «ლამაზი ქალები».

მეორე სართულზე – «ლამაზი ქალები, რომლებსაც უყვართ სექსი.»

— როგორი ქალები იყვნენ შემდეგ სართულზე, არავინ იცის. იქ ჯერ არცერთი მამაკაცი არ შესულა!»

 

 

 

ნანახია:(1044)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

როგორ გვიყვარდება? — გონება თუ გული

სიყვარული ჯერ კიდევ ბურუსით მოცული და აქტუალური თემაა.  რატომ უყვარდებათ ადამიანები, ან რა იწვევს ამ პროცესს, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგიერთი


მამაკაცის 5 სუსტი წერტილი

ძლიერი და მშვენიერი სქესი ყოველთვის კარგად როდი უგებენ ერთმანეთს… ვიდრე ეს შეუსაბამობა სასიყვარულო დუელის ნაწილია, ის ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს,


 თუ ასაკით უმცროსს ხვდებით…

ასაკით ბევრად უმცროსი მეგობარი მამაკაცი ან ქალი დღესდღეობით აღარავის უკვირს, რადგან პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა მორალური საკითხის გარდა არსებობს რამდენიმე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<