„მაძლევს კონვერტს… გავხსენი და — დევს შიგ 500 დოლარი“ | Jolo.ge


„მაძლევს კონვერტს… გავხსენი და — დევს შიგ 500 დოლარი“

„მაძლევს კონვერტს… გავხსენი და — დევს შიგ 500 დოლარი“

…ჰოდა, — მიამბობს მეგობარი — მირეკავს იმდღეს ახლობელი ნახვა მინდა შენიო, რაღაცა უნდა გადმოგცეო. შევხვდი. მაძლევს კონვერტს. გავხსენი და — დევს შიგ 500 დოლარი. ესო, გოგიმ გამოგიგზავნაო. გოგი ხო გახსოვს, ჩემი ბიძაშვილი როა, შავგოგიას რო ეძახდნენ (მე კი თეთრგოგია ვიყავიო მაგ ლოგიკით), ისრაელში რო წავიდა სამუშაოდ?!.
მახსოვს შავგოგია. მგონი დარაჯად დაიწყო იმ ისრაელში მუშაობა, უკვე მესამე წელია იქაა
— ჰო, ეგა. თურმე მაგას გამოუგზავნია, სულ 1000 დოლარი. ნახევარი ამ ახლობლისთვის დაუბარებია — კარგად გაიხსენეო და თუ ვინმე ჩვენ სოფელში ყველაზე გაჭირვებული გეგულება, სააღდგომოდ გაუნაწილეო. 500 კიდე თეთრგოგიას მიეცი, იმანაც — ვისაც ყველაზე მეტად უჭირდეს და სამკურნალო ფული არა ქონდეს, თავის პაციენტებიდან, შეუძინოს წამლები და რაც დაჭირდეთ, რასაც გააწვდენსო… ჰოდა ეგ იყო ის 500 დოლარი. აზრზე ხარ?
ვარ, ვარ აზრზე, ჩემო თეთრგოგია, უფრო მეტიც, ისეთ ჭკუაზე ვარ, მინდა ყველა გამვლელს ჩავეხუტო, ჩავეკრა გულში და დავუკოცნო აი ის ადამიანობის მისხალი, ხანდახან ყველასგან დაფარულად, ქვისგამხეთქი სინათლით რო იკრებს სამყაროს სიკეთეს…
პ.ს. სახელები განგებ შეცვლილია, ამბის პირველწყაროს თხოვნით. დანარჩენი ყველაფერი ნამდვილია და გაუზვიადებელი.
ქრისტე აღდგა!

წყარო: facebook

Nino Sadgobelashvili Ninia

ნანახია:(567)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წერილი ჯონ ლენონს და ახდენილი ოცნება

1972 წელს ერთმა ახალგაზრდა კაცმა ჯონ ლენონს წერილი მისწერა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ და იქნებ ფინანსურად დამეხმაროო. ლეგენდარულმა მუსიკოსმა მას


როგორ მივანიჭოთ საყვარელ მამაკაცს სიხარული

ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი გასაღები არის საყვარელი მამაკაცის დარწმუნება იმაში, რომ შენ იმსახურებ მის პატივისცემას, ნდობას და სიყვარულს. მოდი გაეცანი ქვემოთ მოყვანილ ზოგიერთ ურთიერთობის ტიპებს


„მინდა უკიდეგანო მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც“…

არასდროს გიგრძვნიათ? რაც უფრო იზრდება ჩვენი გულწრფელობის ხარისხი, როცა ცუდად ვართ, მით უფრო მარტონი ვრჩებით. თითქოს ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ჩვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*