მადლობა რუზანასგან | Jolo.ge


მადლობა რუზანასგან

მადლობა რუზანასგან

რუზანა თბილისიელი ქურთია. 3 წელია რაც საფრანგეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად…
სეირანი «მშრომელი» ბიჭია (აქ ასე ეძახიან) მაგრამ არ უმართლებს. ხშირად იჭერს პოლიცია მაღაზიებში «სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას» და ყველა კაზიეზე პატიმრობის ვადას უხანგრძლივებს.

რუზანა ამ მიზეზის გამო სულ საყვედურობდა ქმარს: ერთი ცალი ბავშვი მაინც გააკეთე მარტო, რომ არ ვიყოვ-ო.
სეირანი 6 თვის წინ ისევ დააკავეს, მაგრამ ჩვენი ბიუროს ადვოკატების ძალისხმევით პატიმრობას გადაურჩა

გავაფრთხილე: იცოდე ხელი არაფერზე წაგიცდეს, თორე ვეღარაფერს გიშველით-მეთქი და ცოტახანს დამიჯერა. ეს «ცოტახანი» კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუზანას ნატვრა ასრულებულიყო და ბედნიერმა ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ტელეფონის ნომერი აკრიფა…
მე აბაზანაში ვიყავი და მეუღლემ უპასუხა.

— იცით, უნდა გიტხრავთ, რომ ტკვენი სულა ძალიან ბაჟაღლოს კაცია. ჩემი ნატვრა ახდინა…

— უკაცრავად, რა ნატვრა?

— შვილი მინდოდა და უკვე 3 ტვის ორსულობა მაკვს.

— და სულა რა შუაშია?!

— შუაში კი არა ქალბატონო, ტავშია ტავში!

— მოითმინეთ ერთ წამს — უთხრა ჩემმა მეუღლემ და აბაზანის კარს წირვა გამოუტანა — გამობრძანდი ვაჟბატონო! არა, კი არ გამობრძანდი, ახლავე წაბრძანდი და მიხედე შენს ორსულ კახპას! შენგან შვილს, რომ ელოდება! — ტელეფონი გასაპნული ხელიდან ორჯერ გამისხლტა.

— ალო რომელი ხარ?! — ვიღრიალე განწირული ხმით.

— სულა ჯან რუზანა ვარ. შენი ცოლი ცუდად ესმის კართული?

— გადასარევად ესმის! ამიხსნით რა ხდება?!

— არაფერი, დაგირეკეთ მადლობა გითხრავთ-თქო და…

— რა მადლობა?!

— ორსულად ვარ…

— ვისგან?!

— ჩემი კმარისგან სულა ჯან…

— მერე მე რატომ მიხდი მადლობას?!

— არ გახსომთ ციხეში, რომ უშვებდნენ და თქვენ დახმარება გაკეთეთ?

— მერე?

— რა მერე? ციხეში ხომ არ დაჯდა, ჰოდა ბავშვი გავაკეთეთ. მინდოდა მადლობა გითხრა, შენა და შენი ცოლი კი ისეთი მიყვირებთ გული გამისკდა.

სიცილი ისტერიკაში გადამივიდა… ჩემს ცოლსაც მალე გადაედო ეს განწყობა და დიდიხნის მერე მივხვდით, რომ წყალი გადასავლები დამრჩა.

სულა სულაშვილი

ნანახია:(512)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სულა სულაშვილი

Related Articles

„ეს ერთი მიზეზიც საკმარისია იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ სიცილს“

ჩვენი ავადმყოფობების აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად გამოწვეულია არასწორი სუნთვქვით. ჩვენ ჩავისუნთქვათ სიცოცხლისთვის აუცილებელ ჟანგბადს, ხოლო ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს რომელიც ერთგავრი


გამოწვევა სიცილში და სათამაშო პატარებს (ვიდეო)

„სიცილისა და პოზტივის კარნავალი» სიცილის „ჩელენჯში“ იწვევს პატარა მოხალისეებს, გამოვლინდება 2 გამარჯვებული ბავშვი, რომლებსაც სათამაშოების ქსელი «ჭიტა»  სპეციალურად მათთვის შერჩეული


მდივანი გოგო და ნოდარ დუმბაძის იუმორი

«ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა — მეარშიყება, ეგ ბერიკაციო.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<