«მადლობა! ცრემლებამდე ბედნიერი ვარ» — სულა სულაშვილი | Jolo.ge


«მადლობა! ცრემლებამდე ბედნიერი ვარ» — სულა სულაშვილი

«მადლობა! ცრემლებამდე ბედნიერი ვარ» — სულა სულაშვილი

მადლობა! მადლობა! მადლობა!

მადლობა ჩემო მეგობრებო ვინც აქტიურად ჩაერთეთ საქველმოქმედო საქმიანობაში და გვერდში დაუდექით ჩვენს ორგანიზაციას.

დღეს თქვენი დახმარებით ათეულობით ოჯახმა, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მიიღო საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები.
და მაინც ყველაზე საკვირველი ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ მოხალისეთა რიგებში ჩაეწერნენ ისეთი პირები, რომელებიც თავადაც დროებით თავშესაფარში არიან და მხოლოდ სოციალურ დახმარების სახით იღებენ მცირეოდენ შემწეობას. ადამიანებმა, რომელებმაც საკუთარი ლუკმის განაწილება გადაწყვიტეს. (ცრემლებამდე ბედნიერი ვარ)
ჩვენი ორგანიზაციის სახელით პირობას გაძლევთ რომ საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებს გაგიწევთ ყველა ინსტანციაში ასეთი თავდადების დასაფასებლად!
AFG — ადმინისტრაცია

მოხალისეთა კეთილი ნება და სულა სულაშვილის ეს ამაღელვებელი წერილი, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მის მიერვე გამოქვეყნებულ შემდეგ განცხადებას მოჰყვა.

«მეგობრებო ვეძებთ მოხალისეებს საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, რომელებიც დაგვეხმარებიან უსახსროდ დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს მიაწოდონ საკვები.
სამწუხაროდ შეზღუდული გადაადგილების გამო ძალიან რთულია ათეულობით ან ასეულობით კილომეტრზე გადაადგილება, მთელი მასშტაბით რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათთან შეხვედრა.
ვისაც შეგიძლიათ საკუთარი წვლილს შეტანა ამ საქმეში ძალიან გთხოვთ მომწერეთ რომ გვქონდეს კოორდინაცია».

წყარო: facebook

 Nugzar Sula Sulashvili

ნანახია:(77)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რატომ აკეთებთ ამას ქართველო მშობლებო“?!

რაღაც მინდა ვთქვა, ჩემი შეშფოთება თუ გულისტკივილი გამოვხატო. მოკლედ, გუშინ საღამოს ერთ — ერთ ქართულ რესტორანში შევიარე. იქ სუფრა იყო


„ ამაყი ვარ იმით, რომ ისტორიული სოფლიდან ვარ“ — სოფო ფოცხვერაშვილი

„ამაღელვებელია, როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, შენი სკოლის საკლასო ოთახებს დაივლი და მოგონებებით, უნებურად ბავშვობაში დაბრუნდები… ეს ასმაგად მძაფრია, როცა


ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როცა ასეთ კეთილ საქმე აკეთებ ტკივილი გიმსუბუქდება

სოფო ფოცხვერაშვილის სახელი და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაური ქართველი ემიგრანტი პოეტი, თავისივე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<