მადლის შემგროვებელი | Jolo.ge


მადლის შემგროვებელი

მადლის შემგროვებელი

ერთ პატარა ქალაქში ერთი ადვოკატი ცხოვრობდა.   

თავისი კოლეგების მსგავსად ეს ადვოკატიც ცდილობდა მეტი ცოდნა და გამოცდილება შეეძინა და მეტი კლიენტისთვის ყოფილიყო სასურველი უფლედამცველი, მაგრამ მისი უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ თითქმის ყოველი კლიენტისგან განახევრებულ ჰონორარს იღებდა ან საერთოდ უსასყიდლოდ ემსახურებოდა. ერთხელ მეგობარმა ჰკითხა:

— ხომ იცი ადვოკატი კონიაკივითაა, — რაც ძველია, მით მეტად ფასობსო. შენც ძველი ხარ უკვე, მაგრამ მაინც იაფფასიან ადვოკატად რჩები, რატომ აკეთებ ამას?

ადვოკაატმა უპასუხა:

— ერთხელ ათი ათასი დოლარის საქმე მოვაგებინე კლიენტს, მან მხოლოდ ასი ლარი გადამიხადა. მეწყინა და ამაზე დავიჩივლე მოძღვართან. მან მკითხა: „მაინც რამდენი უნდა მიგეღო ჰონორარიო და ვუპასუხე: „მოგებული თანხის მინიმუმ ხუთი პროცენტი მაინც მეკუთვნოდა-მეთქი“.

აი რა მითხრა ამაზე მოძღვარმა:

— რაც არ მოგეცა კაცთაგან, ის მადლად გეთვლება და სიკეთედ მოგეგება ღვთისგანო“.

ჰოდა, ამის შემდეგ მადლის შეგროვება დავიწყე, თუ მეკუთვნის ხუთასი ლარი, მე ორასს ვართმევა და დანარჩენი მადლის ყულაბაში იყრება სიკეთის სახით“.

შეგონება: სიკეთის საზღაური სიკეთე აქ თუ მიიღე, იმ ქვეყნად დაგაკლდება და პირიქით, — რასაც აქ მოიკლებ და მოგაკლდება, — იმ ქვეყნად მოგეგება მადლად.

 

ავტორი: ბესიკ კაიშაური

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: https://mebonia.com/igavebi/madlis-shemgrovebeli.html

ნანახია:(139)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე

ადამიანის ორგანიზმი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არაა. ყოველ წამს ჩვენს სხეულში უამრავი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მექანიზმია, რომელიც


„საქართველო თვითსიძულვილის, საკუთარი თავის ნგრევის, და საკუთარი თავისგან გაქცევის რეჟიმში მცხოვრები ქვეყანაა“

ერი — ღამურა, ანუ ინფანტილიზმის 25 წელი… ყველა, ვინც ამბობს, რომ ევროპელია, ჩემს თვალში ფაშისტია, რადგან ცდილობს, თავი მიაკუთვნოს რაღაც


ცეკვა, როგორც მედიტაცია – შემოგვიერთდით

სამყაროში ცეკვა გაჩნდა როგორც მედიტაციის ტექნიკა. თავდაპირველად ის იმ ექსტაზის მისაღწევად გამოიყენებოდა, როცა მოცეკვავე თავს კარგავდა და მხოლოდ ცეკვა რჩებოდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*