მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება… | Jolo.ge


მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება…

მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება…

თითოეული ადამიანი უნიკალურია და აქვს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. არც ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, ჩემში ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს😊😐 

-ერთი ძლიერი, ბრძოლისუნარიანი, უშიშარი,მხიარული და ბედნიერია,
-მეორე, მშიშარა, გაუბედავი, სევდიანი, მოდუნებული….. სულ ვგრძნობდი ხან ერთის და ხან მეორის უპირატესობას..
დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლება ის თვისებები რომლებიც არ მომწონს გარდავქმნა ისეთად რაც მომწონს, ხოდა გადავწყვიტე!!
დამეწყო ყველაზე რთული რამ, საკუთარ თავზე მუშაობა….

🌈-ჩამოვაყალიბე ვინ ვარ ახლა და ვინ მინდა ვიყო 5 წლის შემდეგ, ჩამოვწერე მიზეზები თუ რატომ ვამაყობ საკუთარი თავით…. ეს დამეხმარა თვითშეფასების შკალა რომელიც თითქმის ფსკერამდე იყო დაშვებული ცოტათი ზევით ამეწია😉😉

🌈-ვისწავლე ფოკუსირება მომენტზე სადაც ამ წამს ვიმყოფები, ყველა წუთი ძვირფასი გავხადე, ადრე ვერ ვამჩნევდი რამდენი საოცარი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში…ახლა ვხედავ💗💗 ეს არის ერთ — ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისაგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და მწვერვალზე თუ არა მიწაზე მაინც იდგეთ მყარად.

🌈«ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის შეცვლა, არც ის შეგვიძლია ვიცოდეთ რა მოხდება მომავალში, ასე რომ მოდით ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე რა როგორ ვართ აქ და ახლა👌👌»

🌈-არ შეჩერდეთ!!! როცა დასახული მიზნის მიმართულებით იწყებთ მოძრაობას!! გამოჩნდება უამრავი ადამიანი რომლებიც გეტყვიან, შენ არ შეგიძლია!! ეს არასწორია!! გიჟი ხარ!! შეუძლებელია!! არასწორად აკეთებ!!…. და ამის მსგავსი ფრაზები, რომლებიც მოტივაციას აქვეითებენ…. მოეშვით იმაზე ფიქრს, რას ფიქრობს ხალხი…გულის ხმას მოუსმინეთ 💓 ის ყოველთვის დაგანახებთ სწორ გზას.
იყავით შეუპოვრები დროთა განმავლობაში, ეს თვისება დაგეხმარებათ გამოიმუშავოთ დამცავი ჯავშანი🤚🤚

🌈არ მოდუნდეთ, იყავით კონცენტრირებული იმაზე რაც სინამდვილეში გსურთ💪💪

🌈ყოველთვის გქონდეთ იმის მოლოდინი რომ, დღეს, თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან კარგი მოხდება🎉🎉

🌈მიუხედავად იმისა რომ, ცხოვრება მარტივი სულაც არ არის და ყოველ წუთს ძალიან ბევრი სირთულეები გხვდებათ, იმის მაგივრად რომ იწუწუნოთ და იძახოთ როგორი უბედურები ხართ, ისწავლეთ ცუდში კარგის დანახვა….პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, ყველანაირ განსაცდელში აღმოაჩენთ უამრავ შესაძლებლობას, ხოლო ცუდში იმდენ კარგს  რომ, გაოცებულები დარჩებით!!😊😊

🌈და ბოლოს….

დილით სახლიდან გასულს მანქანაც რომ გაგიფუჭდეთ🚗….კოკისპირულად გაწვიმდეს მაშინ როცა, ქოლგა საერთოდ არ გაქვთ🌧🌧….თუნდაც უზარმაზარ საცობში მოყვეთ მაშინ როცა სამსახურში ძალიან გეჩქარებათ😉…..ავტობუსში აღმოაჩინოთ რომ საფულე სახლში დაგრჩათ (ეს უკანასკნელი სულ ცოტა ხნის წინ პირადად გამოვცადე😁)

გა-ი-ღი-მეთ🤗 მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება…👌👌
რადგან სწორედ თქვენს ფიქრებზე შეგრძნებებზე და მოქმედებებზეა დამოკიდებული როგორი იქნება ერთი კონკრეტული დღე და მთელი თქვენი ცხოვრება😉😉

🌈სიყვარულით და მადლიერებით თქვენი სალომე

#მეორედდაბადებული #მადლიერება #სიყვარული

ნანახია:(145)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იყავი ძლიერი — გეშინია?! მერე რა … გააკეთე ის რაც აქამდე არ გაგიკეთებია …

არასოდეს არ თქვა უარი იმაზე რაც გიყვარს … მაშინ როცა გგონია რომ შეუძლებელია, მაშინაც როცა ყველა გეუბნება რომ ვერ შეძლებ…


„…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა“ …

…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში… ცდებით! თქვენ გაქვთ ცხოვრება რომლის შეცვლა თქვენი ფიქრებით შეგიძლიათ……  ჩემს ირგვლივ არიან


„როდესაც შეიყვარებ საკუთარ თავს… შენს ცხოვრებაში ხდება ის, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდი“…

🔴 როდესაც სწავლობ საკუთარი თავის სიყვარულს შენი ცხოვრებიდან მიდიან ის ადამიანები რომლებიც თავიანთი მიზნებისთვის გიყენებდნენ. 🔴 როდესაც ვისწავლით საკუთარი თავის ფასს, ცხოვრების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*