მადლიერების საიდუმლო | Jolo.ge


მადლიერების საიდუმლო

მადლიერების საიდუმლო

ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და  მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.

„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიღრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ — შესჩივლა მან მღვდელს.

მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“

„არაფერიო“, — უპასუხა კაცმა.

„მადლობელი თუ ყოფილხარო“, — კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.

„უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, — თავი იმართლა კაცმა.

მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა:

— ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები,  ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა მოუხადე უფალს.

— სიხარული სად ვიპოვო მამაო? — იკითხა გულმკვდარმა კაცმა.

— აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა?

— დიახ, მამაო.

— ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს.

კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ  ქვას და „მადლობა უფალოო“ — ჩურჩულით წარმოსთქვა.

— ასე განაგრძე ამის შემდეგ — უთხრა მოძღვარმა — ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ.

მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თავისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელო საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ: თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოფქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა.

ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს.

შეგონება: როცა დააფასებ იმას, რაც გაქვს და როცა იქნები ამისთვის მადლიერი, — გეძლევა მეტი სიხარული და გამარჯვება. ესაა საიდუმლო მადლიერებისა და წარმატებისა.

 

ავტორი: ბესიკ კაიშაური

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ მადლიერების და სიყვარულის ენერგია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: https://mebonia.com/igavebi/madlierebis

ნანახია:(424)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვინა ხარ? სად მიდიხარ? რატომ მიდიხარ?

ერთხელ ჯარისკაცმა, რომელიც იცავდა გზას, გააჩერა ბერი. ამოიღო ქარქაშიდან ხმალი და მკაცრი ხმით ჰკითხა: — ვინა ხარ? — სად მიდიხარ?


ნამდვილი ვირტუოზები არ უშინდებიან დაცემას და როცა ეცემიან, აუცილებლად დგებიან

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის განსხვავება ფულშია. სინამდვილეში, ეს უდიდესი მითია. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი


მომავალი მიგახვედრებს როგორი მართალი ცხოვრებით იცხოვრე

როცა ადამიანი რამეს დაგიშავებს, უნდა აპატიო, დაივიწყო წყენა, გაუგო მანკიერება, რა ქნას, ის ასეთი დაიბადა და ჩამოყალიბდა. გებრალებოდეს, შეუნდე მანკიერს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*