ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა | Jolo.ge


ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა

ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა

საკონსულტაციო კომპანია PWC -ის მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევის თანახმად, გამოიკვეთა 2016 წლის საუკეთესო ქალაქები განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.

სულ კვლევაში მონაწილეობა 16 ქვეყნიდან, 5200-მა ადამიანმა მიიღო. მათ უწევდათ შეეფასებინათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, კულტურა, ინოვაციები, გართობა, კვება, უსაფრთხოება, განათლების ხელმისაწვდომობა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, გამოკითხვაში ძირითადად საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ ე.წ. „ გადაწყვეტილების მიმღები“ , ინფორმირებული, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები, მათ შორის ძირითადად მსხვილი ბიზნესმენები მოხვდნენ. შესაბამისად, საუკეთესო ქალაქად ლონდონი დასახელდა, თუმცა მიუხედავად გამოკითხვის შედეგად უმაღლესი შეფასებისა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში, ბრიტანეთის დედაქალაქის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით მკვეთრად ჩამოქვეითდეს.

რეიტინგში მეორე ადგილს პარიზი იკავებს, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა კულტურული და გასართობი მიმართულებით.

პარიზს კი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მეგაპოლისი, ნიუ-იორკი მოყვება. ქალაქი, რომელიც ლიდერია ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის მიხედვით. მეოთხე ადგილზე ამსტერდამი დასახელდა. ქალაქში, ველოსიპედითა და ფეხით სეირნობის ტენდენცია იმდენად გავრცელებულია, რომ ამის ხარჯზე ფაქტობრივად საავტომობილო შეფერხება ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. ამავეს თქმა შეიძლება სიდნეიზეც, რომელიც ინდექსში მეხუთე ადგილზეა. თავისუფალი საავტომობილო გზა და ეფექტური პოლიტიკა, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელებია.

გარდა ჩამოთვლილისა, ათეულში ასევე დასახელდნენ: ბერლინი, ტოკიო, ტორონტო, სტოკჰოლმი და ლოს-ანჯელესი.

წყარო: http://businesscontract.ge/

ნანახია:(49)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„როცა ამ პოსტს წაიკითხავთ, კარგად დაფიქრდით, ყველაფერი გაიხსენეთ და გაიაზრეთ“

სხვის ჯიბრზე გინდათ ლამაზები იყოთ და კარგად გამოიყურებოდეთ. სხვის ჯიბრზე გინდათ რამე შეიძინოთ და ბევრი გქონდეთ. სხვისი გულის გასახეთქად გინდათ


გაიარეთ ეს ტესტი და შეიცანით საკუთარი თავი უკეთ

მოამზადეთ სუფთა ფურცელი და კალამი. შემოგთავაზებთ სახალისო ტესტს. წაკითხვის შემდეგ დასმულ კითხვას დაუფიქრებლად გაეცით პასუხი. დაწერეთ ან დახატეთ ის ის,


„ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა“…

ზუსტად სამი წლის წინ 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი და არა ადამიანური ხმით ვიყვირე — მამა! კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*