ლიტერატურული პრემია «ლიტერას» გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დღეს, მწერალთა სახლში გაიმართა ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიალი. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ შოთა იათაშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, მანანა დუმბაძე, თეონა ბექიშვილი და ხათუნა ცხადაძე, გამარჯვებულები გამოავლინა.
წლევანდელი ლაურეატები გახდნენ:
წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი — ნინო სადღობელაშვილი — „განძის თეატრი“ („ინტელექტი“);
წლის საუკეთესო დებიუტი — ნანა ექვთიმიშვილი — „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);
წლის საუკეთესო პოეტური კრებული — ბესიკ ხარანაული — „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“); ზვიად რატიანი — „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“);
წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი — დათო ქარდავა — „ესავის ხელები“ („ინტელექტი“);
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი — სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.
გამარჯებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“, რომლის ავტორიცაა მხატვარი მანანა არაბული.
„ლიტერა“ მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემიაა, რომელიც წელს პირველად გაიცა.
ნანახია:(13)-ჯერ
Comments
Related Articles
ვეფხისტყაოსნის ახალი ალბომი-კატალოგის პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ალბომი–კატალოგი გამოსცა. ალბომი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავთან
ლექსო თორაძე საქართველოშია
უცხოეთში მოღვაწე აღიარებული ქართველი მუსიკოსი ლექსო თორაძე რამდენიმე დღეა საქართველოშია. ის ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად რეპეტიციებს გადის. დიდი მუსიკოსი საქართველოში
თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა. თურგაი ველიზადე, საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის