ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ | Jolo.ge


ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“

ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“

 

11-13 მარტს ბევრს მიეცემა საშუალება აჭარის სილამაზით დატკბეს. შუახევის მუნიციპალიტეტი ლიტერატურულ ფესტივალს “ზე-კართან” მეხუთედ უმასპინძლებს.

ფესტივალი „ზე–კართან“ შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. მისი მიზანია შუახევში ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა მწერლებსა და პოეტებში, რათა აჭარის ისტორიასა და კულტურაზე, მისი ბუნების სილამაზეზე უფრო მეტი ახალი ნაწარმოები შეიქმნას.

ფესტივალი2013-14 წლებში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  გაიმართა. („ზე–კართან“ თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული გახდა)

გამოიცა სამი  კრებული „ზე–კართან“ სადაც 150 ავტორის ნაწარმოებია შესული ეს იქნება პროზა, პოეზია სამეცნიერო ნამუშევარი, თუ პიესა აღნიშნული ნაწარმოებები შეიქნა ფესტივალებზე მიღებული შთაბეჭდილებისაგან და ეხება აჭარას შუახევს აქაურ ყოფა-ცხოვრებას. დაგეგმილია ზეკართან ოთხის გამოცემა .

2015 წლიდან ფესტივალს შუახევის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. როგორც გასულ წლებში, წელსაც ფესტივალის ტრადიციული მასპინძელია შუახევის მუნიციპალიტეტი, თუმცა წლევანდელი ღონისძიებების მასშტაბები ცდება მის ფარგლებს და ნაწილობრივ ეხება მის მომიჯნავე ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებსაც.

vaxo1ლიტერატურულ ფესტივალ ზე-კართან 2017 წლის მონაწილეები არიან

  1. ბაღათერ არაბული
  2. თემურ ჩალაბაშვილი
  3. ანდრო ბედუკაძე
  4. გიორგი ხორბალაძე
  5. ეთერ თათარაიძე
  6. ამირან არაბული
  7. ლაშა გვასალია
  8. ნინო გუგეშაშვილი
  9. გიორგიკეკელიძე
  10. გაგა გომართელი
  11. დავით თედორაძე
  12. გიზო თავაძე
  13. გელა დაიაური
  14. ბელა ქებურია
  15. გენრი დოლიძე
  16. როინ აბუსელიძე
  17. ლანა უნგულაშვილი

 

ლიტერატურული ფესტივალის ,,ზე-კართან» პროგრამა

11 მარტი, 12.30 საათი — ფესტივალის გახსნა ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში, სოფელი გეგელიძეები მონაწილეობენ: ფესტივალის სტუმრები და ცხმორისის უხუცეს მეხორუმეთა ჯგუფი

11 მარტი, 15 საათი — პოეზიის საღამო სოფელ წაბლანაში

12 მარტი, 11.30 საათი — პოეზიის საღამო და სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმის მონახულება, სოფელი ნიგაზეული

12 მარტი, 15 საათი — გომარდულის ზამთრის კურორტის მონახულება

13 მარტი, 11 საათი — ილიაჭავჭავაძის (საგურამო) სახლმუზეუმის დირექტორის, ლიტერატურათმცოდნე ანდრო ბედუკაძის საჯარო ლექცია თემაზე „საუბრები ილიაზე“. შუახევის კულტურის ცენტრის დაბის ბიბლიოთეკა

13 მარტი, 12 საათი — უჩამბის ბიბლიოთეკის გახსნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხემძღვანელი პირების მიერ.

13 მარტი,15 საათი — ფესტივალის დახურვა, პოეზიის საღამო და ფოლკლორული კონცერტი, შუახევის კულტურის ცენტრი

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი: ვახტანგ ბერიძე

ნანახია:(75)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«მგონია თუ ვინმეს ღმერთთან საუბარი შეუძლია, ასეთი გულწრფელი და ჯიუტი უნდა იყოს»….

ბებიაჩემი მორწმუნე იყო. ძილის წინ ჩუმად ლოცულობდა, სწრაფად და ძალიან გაურკვევლად. ხელები დახრილი ჰქონდა და მხრები ოდნავ აწურული. სახე დაძაბული და


„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“ — გურამ დოჩანაშვილი

«… როცა სიჩუმეში ნაპირს მომწყდარი ტალღა წკარუნით იმსხვრევა ქვებზე და მერე შიშინით, უხალისოდ დაიხევს უკან, სილაზე კი თეთრი ქაფი ტალღას


მიშა მესხის და ია სუხიტაშვილის ფოტოები ლოს ანჯელესიდან

»ჟოლო»  მიშა მესხის და ია სუხიტაშვილის ფოტოებს გთავაზობთ, ლოს ანჯელესიდან. ნანახია:(15)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<