ლიდერთა და ტრენერთა სკოლა — მტკიცე ნებისა და ხასიათის სამჭედლო | Jolo.ge


ლიდერთა და ტრენერთა სკოლა — მტკიცე ნებისა და ხასიათის სამჭედლო

ლიდერთა და ტრენერთა სკოლა — მტკიცე ნებისა და ხასიათის სამჭედლო

პეტრე ჩარგეიშვილი — თეატრის რეჟისორი მაგისტრის ხარისხით, დრამატურგი, მსახიობი. გიორგი საღარაძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 

„პოლიტიკოსები იმიტომ იტყუებიან რო სიმართლე დამალონ. მსახიობები იმიტომ იტყუებიან რო სიმართლე თქვან.“

„თეატრი არაზუსტი ,,მეცნიერებაა,, ამიტომაც იქ ყველა ოცნებას და ფანტაზიას შეიძლება ხორცი შეასხა. შეგიძლია უფსკერო ჭიქით წყალი დალიო. შეფარულად თქვა სიმართლე და მასებზე იმოქმედო. თეატრი და ჩემი პროფესია გემოვნებაა… თეატრი ჩემი ცხოვრებაა და არსად ვარ ისეთი ნამდვილი როგორც იქ. იქ ყველაზე დამოუკიდებელი და თავისუფალი ხარ ადამიანი.“ — ამბობს პეტრე ჩარგეიშვილი. ის უკვე 20 წელია რაც თავისი საქმის პროფესიონალია.

რამდენიმე ხნის წინ კი კი ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლის ტრენერად მიიწვია, რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელი, 15 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, მომავალ ლიდერებს ემოციების ფლობას,  მსახიობის ოსტატობასა და სასცენო მოძრაობას შეასწავლის.

პეტრე ჩარგეიშვილი: „წარმოუდგენელია ლიდერი, რომელიც ემოციებს და სამეტყველო აპარატს ოსტატურად ვერ ფლობს. სწორად ნათქვამი და მიტანილი ბგერა, სიტყვა, სასიამოვნოდ და დამაჯერებელად ჟღერს პუბლიკისთვის, ვისთვისაც ლიდერი ირჯება. მსახიობის ოსტატობა ემოციების ფლობასა და მის საჭირო იარაღად ქცევაში ეხმარება ლიდერს და ასწავლის როდის მოიშველიოს. სასცენო მოძრაობა კი მსმენელთა მასის, კლასის და განწყობის გამოცნობაში შეუწყობს ხელს.

ყველა დროს და ეპოქას შეუქმნია და დაუტოვებია ადამიანებისთვის სხეულის ენა და ეტიკეტების წყება, რომლითაც მარტივადაა შესაძლებელი მიზნების და ემოციების მართვა გამოცნობა.

ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა, ჩემი ოჯახია, ჩემი მეგობრები და ჩემი პროფესია. მიღწევად ვთვლი ,,ქოუჩინგის»სკოლის ,,ტრენერთა» შორის მოხვედრას.

„ასეთი სკოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუფუნებაა“

სერიოზული და საჭირო წამოწყებაა. ვიცი რომ ბევრი ლიდერი და ტრენერი გამოზრდილა, ბევრ ორგანიზაციას უსარგებლია ამ სერვისით , მაგრამ სკოლა დიდ ხნიანი და წარმატებული პროექტია. ამას ყოველი ჩვენთაგანის პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ძირეულ მეცნიერებასთან ართად. დროის ამბავია, სავარაუდოთ მეორე ნაკადზე მეზობელი რესპუბლიკებიდანაც გამოჩნდებიან ცოდნის გაღრმავების და ლიდერობის მსურველები.

ასეთი სკოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუფუნებაა და ქალბატონი ხათუნა, ამ ფუფუნებას ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის.

ცხადია, რომ ქართველი ნიჭიერი ერია და ხასიათში უმეტესობას ლიდერი გვიზის(ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობს უმეტესობა). ამიტომაც ჩვენი სახელმწიფო(და არა ქვეყანა)ქაოტურად ,ინერტულად და მომავალზე არაორიენტირებულად ვითარდება(ეს ჩემი პირადი აზრია). დამღუპველია სახელმწიფო სხვისი მითითებით მართო, მაშინ როცა შენ ამდენი პოტენცია გაგაჩნია და ეს ხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ვერ გაგვიგია ვინ არის ნამდვილი ლიდერი, ვის შეუძლია პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე. ეს კი იმას შეუძლია ვინც აღჭურვილია სათანადო განათლებით და უნარებით. იგივეს ვფიქრობ ბიზნესზე.

ლიდერთა და ტრენერთა სკოლა სამჭედლოდ გადაიქცევა მტკიცე ნების და ხასიათისა. თანამედროვე მსოფლიო ერების ასპარეზზე, თითქმის ყველა ერთხმად თანხმდება საქართველოს სიძველესა და უნიკალურობაზე. თითქმის არცერთ სხვა ტერიტორიულად მსგავს ქვეყანას, იუნესკოს ფონდში ჩვენოდენი ძეგლები არ გააჩნია, არც მსგავსი ისტორია აქვს, მაგრამ მაინც ენის მოჩლეფით გველაპარაკებიან თანამედროვე სამყაროში საკუთარი ძლიერი ლიდერების არ ყოლის გამო. ისევეა ,,ბიზნესში». ის მიდგომები რომელიც ქართულ ბაზრისა და მუშა ხელის არსებობა შექმნას ყოფნის საკმარისი არ შეიქნა მსოფლიო დონის ლიდერებთან საურთიერთოდ და მუდამ სხვა გვყავს ხოლმე მომრიგებლად. ამით ქართული საქმე სხვის წისქვილზე ასხამს წყალს და თვითონ ვერ,,სუქდება». ეს სკოლა კვლავ გააგრძელებს ლიდერების  შექმნას.

თუ თვლი, რომ შემთხვევითობა არაა, ახლა ამას რომ კითხულობ,

თუ გაქვს ამბიცია დაეხმარო ხალხს და ამისათვის გინდა დაიხვეწო,

31 მაისს შენი ახალი ცხოვრება იწყება — ქოუჩინგის სკოლა 2018

დაგვირეკე — 593 94 50 08

 

https://www.facebook.com/events/352224215299454/

 

ნანახია:(259)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა — სრულიად ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში

ფსიქოლოგიური სავარჯიშოები, უამრავი საინტერესო ტექნიკა და ქეისები მათთვის ვისაც სურვილი აქვს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას დაუფლოს და არა მარტო საკუთარი, არამედ


როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება, მას შემდეგ რაც თავს შეიყვარებთ

…სამწუხაროდ ხშირად ვისმენ ხოლმე  *„წნევა მაქვს“, მაგრამ შევეჩიე, *რაღაც მტკივა, მაგრამ არ მცალია რომ მივხედო, *რაღაც მაწუხებს, მაგრამ არ მიყვარს


სექსუალური რევოლუცია — მადიტა დიკჰუდისა და მაგნო შავდიას საჯარო ლექცია

31 მაისს, 16 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში გაიმართება მაგნო შავდიასა და მადიტა დიკჰუდის საჯარო ლექცია — დისკუსია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*