ლიდერისთვის შეუფერებელი ფრაზები… | Jolo.ge


ლიდერისთვის შეუფერებელი ფრაზები…

ლიდერისთვის შეუფერებელი ფრაზები…

კარგი ლიდერი, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის წევრებთან დამოკიდებულებით იცნობა. ალბათ ხშირად შეგხვედრიან ადამიანები, რომლებიც გაოცებულნი და გაბრაზებულნი არიან თავიანთი მენეჯერების უცნაური ფრაზების გამო. დიახ, ნამდვილი ლიდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ლექსიკა:

 

არაფრის შეცვლა შემიძლია — გარკვეულ სიტუაცებში ამ ფრაზას ბევრი მენეჯერი იყენებს. ეს ნიშნავს, რომ არ გაქვთ იდეა რა შეიძლება გააკეთოთ კონკრეტულ მომენტში. ლიდერი კი, რომელსაც ყოველთვის ახალი და სასარგებლო იდეა არ გააჩნია თანამშრომელთა მოწონებას ვერ იმსახურებს. თუ ამ ფრაზას ხშირად იმეორებთ თქვენ გუნდს მოტივაციას უკარგავთ.

 

„ყოველთვის“ და „არასდროს“ — მსგავსი კატეგორიული ფრაზები ძალიან სახიფათოა, რადგან ადამიანებს ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მენეჯერის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ეხება.

 

არა, რადგან… — უარყოფა ყოველთვის ნეგატიურ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენზე თანამშრომლებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ მზად მოუსმინოთ სხვის აზრებს და გაითვალისწინოთ და მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებას ენდობით.

 

გასაგებია? — როდესაც ამ სიტყვას იყენებთ ეს შეურაცხყოფის მიყენების ტოლფასია, რადგან ნიშნავს, რომ მსმენელები საკმარისად შეგნებულ ადამიანებად არ მიგაჩნიათ.

 

მაგრამ… — ეს სიტყვა დასაქმებულთათვის ხშირ შემთხვევაში უარყოფითთან , არაგულწრფელობასთან ასოცირდება.

ნანახია:(461)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს არის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი და მიხვდებით სინამდვილეში სად ხართ“

როდესაც ვითარდებით, პროგრესირდებით, აღწევთ წარმატებას, პოზიტიურად ხართ, ტრანსფორმაციას განიცდით, მედიტირებთ და აკეთებთ ყველაფერს, რაც დახუჭუჭებულ სიტყვებთან არის კავშირში… წადით თქვენს


5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და შენ ვერ იცხოვრებ პოზიტიური ცხოვრებით, თუკი ნეგატიური აზრებით იქნები სავსე. ეს 5 მარტივი რამ, რაც ყოველ


რატომ არ გვაქვს ის, რაც გულით გვინდა?

ჩვენ იმიტომ არ გვაქვს ის, რაც ასე გულით გვინდა, რომ ყოფნის დონეზე, უბრალოდ, არ ვართ მასთან ჰარმონიაში… როდესაც ჰარმონიაში მოვალთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<