ლია ლიქოკელის სატელეფონო საუბარი თოვლთან… | Jolo.ge


ლია ლიქოკელის სატელეფონო საუბარი თოვლთან…

ლია ლიქოკელის სატელეფონო საუბარი თოვლთან…

ვურეკავ. გვიან პასუხობს ტელეფონს:
— ჰოუ.
— სად ხარ, როგორ ხარ? — ვეკითხები.
— რავი, არამიშავს. აი შენ სახლთან ვზივარ და ვფიქრობ.
— მიხვედი? რა ხდება მანდ, როგორ არიან ჩემები?
— კარგად არიან. აჰა, მამაშენი გამოვიდა შეშის შესატანად, ცივა, მეორე ოთახშიც უნდა დაანთოს ცეცხლი. დედაშენი კი დაიღალა დღეს, მთელი დღე ბილიკები გაყავდა ეზოში. დაურეკე, სანამ ღვიძავს. მალე დაიძინებენ, დენი არ აქვთ.
— დენი რატომ არ აქვთ?
— ტირიფის ტოტები ჩამოვამტვრიე და ტოტებმა სადენები ჩაწყვიტეს.
— ზედმეტი მოგსვლია, — მეწყინა.
— ვიცი ჰო. აუ, ისე მენატრებოდა აქაურობა. მივალ-მეთქი, ჩავყუჩდები. მოვედი და ვეღარ გავჩერდი: ვთოვ და ვთოვ. გადავავსე ყველაფერი. ძაან მენატრებოდა.
— მესმის. მეც მენატრება, — ვამბობ მე.
— წამოდი მერე, სანამ გზას ჩავკეტავ.
— ნუ ჩაკეტავ რა.
— თუ ამოხვალ, არ ჩავკეტავ. და რა ხმა გაქვს შენ, გაცივდი თუ ბევრს ეწევი?
— გავცივდი, — ვაღიარე.
— დაურეკე დედაშენს, ოღონდ არ უთხრა, რომ გაცივდი, — თოვლს თოვლი გამოერია ხმაში.
— კარგი.

თოვლმა ტელეფონი გათიშა.

ვზივარ. წვიმს გარეთ.
გაციებული ვარ და ბევრს ვეწევი.

ლია ლიქოკელი

ნანახია:(547)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ლია ლიქოკელი

Related Articles

„დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ვყიდულობდი «კერასინკისთვის» — ნიკოლოზ რაჭველის გზა წარმატებამდე

ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა,


მონსერატ კაბალიე პატიმრობას გადაურჩა

81 წლის ესპანელი საოპერო მიმღერალი მონსერატ კაბალიე პატიმრობას გადაურჩა.   მან კატალონიის პროკურატურასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის თანახმადაც მას სახელმწიფოსთვის 508


«Facebook»-ის მომხმარებლებო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაფრთხილებთ!

“გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ — უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*