ფიროსმანმა ,,მარგარიტა,,შექმნა,მე-,,მარიამი,,…ლევან მოსიაშვილი | Jolo.ge


ფიროსმანმა ,,მარგარიტა,,შექმნა,მე-,,მარიამი,,…ლევან მოსიაშვილი

ფიროსმანმა ,,მარგარიტა,,შექმნა,მე-,,მარიამი,,…ლევან მოსიაშვილი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი  მხატვარი ლევან მოსიაშვილი ამბობს, რომ ფერწერა, ხატვა — ეს არის მუსიკაც და პოეზიაც… პროფესიით მეტყევე-ინჟინერი, რომელსაც სამხატვრო განათლება არ მიუღია, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებს იპყრობს. ამჯერად, ლევან მოსიაშვილის გამოფენას, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  საგამოფენო დარბაზი დაეთმო. გამოფენილია 60 ტილო ავანგარდულ და აბსტრაქტულ ჟანრში. კიდევ სად და როდის გეგმავს მხატვარი გამოფენას, რა სიახლეებია მის შემოქმედებაზე მხატვარ ლევან მოსიაშვილს ესაუბრა.

— ბატონო ლევან როდის შეიქმნა თქვენი პირველი ნამუშევარი და ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო ?

— ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის ფიროსმანია, არაფერია დასამალი. ჩემი ფესვებიც კახურია.ფიროსმანი ღმერთი იყო ჩაუმქრალი და ასევე იქნება უამრავი მსოფლიოს ხელოვანებისათვის.ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ქალბატონის პორტრეტი, რომელსაც მარიამი დავარქვი, ფიროსმანმა „მარგარიტა“ შექმნა, მე ჩემი „მარიამი შევქმენი“, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში გამოიფინება.

 თქვენი ნამუშევრები არაერთ  მუზეუმში ინახება, როგორი გრძნობაა ეს?

— პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე მოვხვდი მუზეუმში. ესე იგი უნდა შევქმნა მსგავსი არა, ალბათ  უკეთესი. ძალიან რთულია, დაიკავო ის პოზიცია, რაც უკვე გიკავია ცხოვრებაში. უკეთესს რომ ეძიებდე ამას წლები სჭირდება. ვცდილობ რომ ბევრი ვიმუშავო, ბევრგან გამოვიფინო. არასოდეს ვცდილობ მუზეუმში კვლავ  მოვხვდე. თვითმიზანი არ არის აღიარება, ჩემი თვითმიზანი სიყვარულია. ყოველთვის მიყვარს რასაც ვაკეთებ, ყოველთვის  მიყვარდა რასაც ვქმნიდი და  მეყვარება იმიტომ რომ, ფერწერა ჩემი ცხოვრების აზრია. ჩემი მომავალი ჩემთვის ჯერ გაუგებარია, რას გავაგრძელებ, რა მიმართულებებში გადავალ არ ვიცი.  ვცდილობ ჩემი ნიშა დავიკავო. ემოციები ლაღად დავალაგო, ხან ნეგატიური, ხან მოსაწყენი, ადამიანებს სიმართლე უნდა ელაპარაკო. შენს თავზე მოუყვე. ესაა ხელოვნება.

როგორია დამთვალიერებლის ემოცია თქვენი შემოქმედების მიმართ? რა განსხვავებაუცხოელ და ქართველ შემფასებლეს შორის?

— იცით რა არის გასაოცარი და ჩემთვის საამაყო? ყველგან ლევანს ხედავენ. ბოლო ნამუშევრებშიც, რომელშიც მეტი აბსტრაქტი, სითამამე,  მოდერნისტული მიდგომებია, რომლებიც მე გავითავისე, ევროპაში მოღვაწეობის შედეგად ეტყობა დარჩა მაინც ჩემეული ხაზი. ვცდილობ ჩემი კახური მზე ყველგან ავაბდღვიალო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიმყოფებოდე. ყველგან ვთქვა, ჩემდაუნებურად ქართული სათქმელი, მოსიაშვილისეული ხაზი.

— ქართველი მხატვრებისგან  აქვს თუ არა კრიტიკა  თქვენს შემოქმედებას?

— კი კრიტიკა მოყვება. ამბობენ, რომ სხვადასხვა ფერია  მოსიაშვილიო. ახალია, ძალიან განსხვავებულიო. ყოველთვის რაღაცას ეძებს. რაღაცას ქმნისო. ხშირად ამბობენ მოსიაშვილი დღეს სულ სხვაა.  ეს ცოტა ზარავთ კოლეგებს. ამბობენ,  რატომ  არ მიყვები და ანვითარებ  ერთ ხაზს. მე ვეუბნები, რომ განა შეიძლება ყოველდღე ერთი და იგივე საკვები მიიღოთ, განა შეიძლება მხოლოდ ერთ თემაზე ისაუბროთ, მხოლოდ ერთი ადამიანი გიყვარდეთ.  ცხოვრების აზრი მრავალფეროვნებაშია. როგორი მრავალწახნაგოვანიც არის ცხოვრება, ასე მგონია ფერწერაც. ადამიანი უნდა ცდილობდეს ალბათ, ყველა სულის კუნჭული გამოაჩინოს. დახატოს თავისი თავი მრავალწახნაგოვნად, მრავალი მიმართულებებით. მე მგონია მსოფლიო იცვლება და ხელოვანმა სწორედ ეს ცვლილება უნდა ასახოს თავის შემოქმედებაში. იმ პულსზე ეჭიროს ხელი რომ კაცობრიობის, საზოგადოების გარდაქმნებს სწრაფად, ოპერატიულად უპასუხოს ფუნჯებით.

— რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში ?

— სიახლეები არის ის რომ, მე განვთავისუფლდი პრიმიტივისაგან.ვცდილობ რომ ,ძალიან სწრაფად, ლაკონურად, თავისუფლად ვთქვა ჩემი სათქმელი მაჟორულიფერებით. ეს ჩემთვის ახალია.მე ადრე ვცდილობდი რომ, უფრო ყავისფერებში მეხატა, უფრო კლასიკური ფერწერისკენ ვყოფილიყავი.მუქი ფერებიდან ამოვედი.

— პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში როდემდე გაგრძელდება გამოფენები? რა ჟანრშია შესრულებული ნამუშევრები ?რამდენი ტილოა სულ გამოფენაზე ?

— გამოფენილია 60 ნამუშევარი, ავანგარდულ და აბსტრაქტულ ჟანრში. გამოფენილი იქნება 18 აპრილის ჩათვლით.

— სამომავლო რა გეგმები გაქვთ ? სად გეგმავთ კიდევ გამოფენებს ?

სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმებია. ძალიან ბევრი მოთხოვნები გვაქვს უცხოეთში. შესაძლებელია,საქართველოში აღარ მომიწიოს რამოდენიმე წელი  დიდი  გამოფენების მოწყობა.ზეგ იხსნება ვაშინგტონში, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში. მივფრინავ 25-ში ჟენევაში,მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში საქართველოსდამოუკიდებლობის დღის  პრეზენტაციისათვის. შემდეგ  მივფრინავ ტულუზაში გამოფენის გახსნაზე.არის გეგმები მალაიზიაში, ივნისის ბოლოს კი  პეტერბურგში ჩატარდეს ჩემი მონაწილეობით ქართველთა ჯუფური გამოფენა.

წყარო;ghn.ge

ნანახია:(36)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ლევან მოსიაშვილი

Related Articles

»ქართული ტემპერამენტი გადამდებია»

ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა და ქართული ღვინო. ამ “ინგრედიენტებისგან“ შედგებოდა საღამო რომელიც უცხოელებმა პარიზში დააგემოვნეს. „მთავარი კულინარი“ უცხოეთში მოღვაწე ხელოვანი


თხუთმეტი წლის პიანისტი სანდრო ნებიერიძე გრან-პრის მფლობელი გახდა

ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის «Grand Piano Competition» გრან-პრის მფლობელი თხუთმეტი წლის პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე გახდა. სანდრო ნებიერიძე


კანის 69_ე კინოფესტივალი დღეს გაიხსნება

კანის 69_ე კინოფესტივალი დღეს გაიხსნება. მთავარი პრიზის ოქროს «პალმის რტოსათვის» ოცდაერთი ფილმი იბრძოლებს. ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით გაიხსნება. სექციაში Directors’ Fortnight


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*