ლეგენდარული სიყვარულის ისტორია | Jolo.ge


ლეგენდარული სიყვარულის ისტორია

ლეგენდარული სიყვარულის ისტორია

პოეზიის ყველა მოყვარულმა იცის ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ლილია ბრიკის შლეგი მიჯნურობის ამბავი, რომელიც პოეტის დაღუპვის მერე თვით ბრიკის ხელშეწყობით საოცარ ლეგენდად იქცა.

მან ერთგვარად გადაფარა მაიაკოვსკის არანაკლებ ლეგენდარული სიყვარულის ისტორია, რომელიც პარიზელ ემიგრანტ ტატიანა იაკოვლევასთანაა დაკავშირებული. (Я все равно тебя когда-нибудь возьму, одну или вдвоем с Парижем!)

იაკოვლევამ უარჰყო პოპულარული საბჭოთა ავანგარდისტის ტრფობა, არ მოიწონა მისი ლექსები, არ დათანხმდა მასთან ურთიერთობას. პარიზიდან გამომგზავრების წინ მაიაკოვსკიმ იქ ჩატარებული საღამოებისთვის მიღებული მთელი თავისი ჰონორარი ჩაურიცხა ერთ სოლიდურ საყვავილე ფირმას, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად კვირაში სამჯერ იაკოვლევასთვის მდიდრული თაიგული უნდა მიერთმია.

ასე შეიჭრა ამაყი ემიგრანტი ქალის ცხოვრებაში ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომელიც მას საბედისწერო გასროლის მერეც განუწყვეტლივ უგზავნიდა ძვირფას თაიგულებს. ეს გრძელდებოდა ფაშისტური ოკუპაციის წლებშიც, როცა იაკოვლევას საარსებო სახსრები უკვე აღარ ჰქონდა და თავს იმით ირჩენდა, რომ ამ თაიგულებს ჰყიდდა. პოეტის თანხა, ალბათ, დიდი ხნის ამოწურული იყო, მაგრამ ფირმა პრესტიჟის გამო 1991 წლამდე ანუ იაკოვლევას გარდაცვალებამდე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

რომელ შეყვარებულს ღირსებია ექვსი ათეული წლის მანძილზე ყოველ კვირაში სამჯერ ყვავილების უფაქიზესი თაიგული? სხვა მაგალითი მე არ შემხვედრია!

წყარო: Raul Chilachava

ვლადიმერ მაიაკოვსკის უკანასკნელი სიყვარული ტატიანა იაკოვლევა პეტერბურგში დაიბადა, ხოლო საფრანგეთში 19 წლის ასაკში გაემგზავრა. გამგზავრების ოფიციალურ მიზეზად ტუბერკულოზის მკურნალობის საჭიროება დასახელდა. პარიზში ჩასვლისთანავე გოგონა, თავისი სილამაზის წყალობით პარიზის საზოგადოებისა და ელიტარული წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა. მალევე პოდიუმზეც გაიყვანეს და მისი სარეკლამო ბანერები მთლიან ქალაქში გამოჰფინეს. ის, მარლენ დიტრიხის ახლო მეგობარი და კრისტიან დიორის მუზა გახლდათ.

და ისევ ყვავილები …

70-იანი წლების ბოლოს, პარიზში მოხვდა საბჭოთა ინჟინერი არკადი რივლინი. მას მაიაკოვსკის სასიყვარულო ისტორიის შესახებ, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცა დედისგან ჰქონდა გაგონილი. ტატიანა იაკოვლევა ისევ ცოცხალი იყო და სიამოვნებით მიიღო თანამემამულე და ჩაით გაუმასპინძლდა.

მის მყუდრო სახლში ყველგან ყვავილები იყო.

არკადი რივლინს ცოტა ეუხერხულებოდა ასეთი კეთილშობილი, მოხუცი ქალბატონისთვის ახალგაზრდობის დროინდელ რომანზე ეკითხა. მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და შეეკითხა, მართალი იყო თუ არა, რომ მაიაკოვსკის გამოგზავნილმა ყვავილებმა ომის დროს მას სიცოცხლე შეუნარჩუნა? თუ ეს მხოლოდ ლამაზი ზღაპარი იყო?… — მიირთვით ჩაი, — უპასუხა ტატიანამ, — მიირთვით ჩაი. ხომ არსად გეჩქარებათ?

და ამ დროს კარზე ზარი გაისმა… საბჭოთა ინჟინერს ცხოვრებაში მანამდე არასოდეს ენახა ასეთი ძვირფასი თაიგული, რომლის უკან თითქმის არ ჩანდა კურიერი, თაიგული ოქროსფერი იაპონური ქრიზანთემებისა, რომლებიც მზის სხივებს ჰგავდა. და მზეზე მბრწყინავი ამ სილამაზის მიღმა კურიერის ხმამ წარმოთქვა: «მაიაკოვსკისგან».

 

ნანახია:(171)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

ალისა უიჩი ქმართან ერთად ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ 8 შვილი ჰყავთ…  ალისა  არის ფოტოგრაფი, აქვს თავისი ბიზნესი და  შეინარჩუნა ფიზიკური სილამაზე.


„ყველაფერი რისი წარმოდგენაც შესაძლებელია რეალურად არსებობს“-პაბლო პიკასო

XX საუკუნის ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო არა მარტო შეუდარებელ ტილოებს ქმნიდა, ბრძნული გამონათქვამებითაც გამოირჩეოდა. **ვინც ფიქრობს რომ შეუძლია, მას შეუძლია,


როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები

თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.   *** ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort