«Last christmas»-ის შემსრულებლისთვის 2016 წლის 25 დეკემბერი ბოლო შობა აღმოჩნდა | Jolo.ge


«Last christmas»-ის შემსრულებლისთვის 2016 წლის 25 დეკემბერი ბოლო შობა აღმოჩნდა

«Last christmas»-ის შემსრულებლისთვის 2016 წლის 25 დეკემბერი ბოლო შობა აღმოჩნდა

 

53 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი შობის დღეს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარება მისმა ოჯახის წევრებმა გამოიძახეს, თუმცა მომღერალი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ჯორჯ მაიკლის სახლში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ საეჭვო გარემოებები არ შეუნიშნავთ.

ბოლო წლებში პოპ ვარსკვლავს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2011 წელს მომღერალმა პნევმონიის მძიმე ფორმა გადაიტანა, არსებობდა გარდაცვალების რისკიც. ხელოვნური სუნთქვის აპარატმა კი ხმის დაკარგვის რისკიც შექმნა, თუმცა იმავე წელს მომღერალმა განაცხადა, რომ სრულებით გამოჯანმრთელდა.

ჯორჯ მაიკლი ალბომების გაყიდვების მიხედვით, ყოველთვის ლიდერის სტატუსს ინარჩუნებდა. დუეტ «Wham»-ის დაშლის შემდეგ მომღერალმა სოლო კარიერა დაიწყო და გარეგნობისა და გამორჩეული ხმის ტემბრის გამო პოპულარობა და აღიარება მალე მოიპოვა.

ჯორჯ მაიკლი არის უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. მას გამოშვებული აქვს 6 სოლო ალბომი. ბოლო ალბომი  «Symphonica» 2014 წელს გამოვიდა.

ჯორჯ მაიკლი პოპულარობის ფონზე არაერთხელ მოექცა სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში, ის რამდენჯერმე დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

მომღერალმა 1998 წელს საჯაროდ აღიარა რომ ჰომოსექსუალია.

2010 წელს მაიკლს ორ თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი იმის გამო, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანას მართავდა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიას შეაჯახა, მაშინ პოლიციელებმა მის ავტომობილში მარიხუანაც აღმოაჩინეს.

ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალებას სხვა ვარსკვლავები სოციალური ქსელებით გამოეხმაურნენ და მწუხარება გამოხატეს. მუსიკოსის გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თაყვანისმცემლებისთვისაც.

მომღერალი სოლო კონცერტისთვის ემზადებოდა, რომელიც გაზაფხულზე უნდა გამართულიყო. მარტში კი მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა იგეგმება.

ნანახია:(58)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ჯორჯ მაიკლი

Related Articles

„ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, 25 აპრილს, კლუბ „Pianino“–ში პროექტის „ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“ ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.  


„მოულოდნელად ქუჩაში ინგა შემხვდა“ — ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი: „სულ ორი დღეა, რაც უცაბედად გადაცემა დაუხურეს «იმედზე». ვისაუბრეთ. გული გადავუშალეთ ერთმანეთს და მოვესიყვარულეთ. ბევრი მნიშვნელოვანი გადაცემა მახსოვს


ადამიანების გაღვიძების რიტუალი გურიაში — გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ეგეთია: ერთი იღვიძებს და გადაულაპარაკებს მეორეს: „გღვიძავს?“ – „კი, ერთი საათია გაშტერებული მაქვს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*