ლამაზი და დაუვიწყარი დღე — „ჩაის სახლის“ საჩუქარი ყველა მოხუცისთვის | Jolo.ge


ლამაზი და დაუვიწყარი დღე — „ჩაის სახლის“ საჩუქარი ყველა მოხუცისთვის

ლამაზი და დაუვიწყარი დღე — „ჩაის სახლის“ საჩუქარი ყველა მოხუცისთვის

წინ 96 წლის მოხუცი მიზის და თბილი თვალებით მიღიმის. რამდენი რამის ამოკითხვა შეიძლება ამ ღიმილიან თვალებში …

ის, დღეს მეგობარ მოხუცებთან ერთად „ჩაის სახლის“ სტუმარია… აქ ისევ სიკეთით და სიხალისით სავსე დღე გვაქვს -ბატონი ამირანის საოცარი ლექსებით, ქალბატონი რუსუდანისა და ბატონი თემურის სიმღერებით, ცეკვით, იუმორით…

ამჯერად „ჩაის სახლმა“ ლაზარეთის ხანდაზმულებს უმასპინძლა…

გაცილებით მეტ მოხუცს ველოდით.

-ვერ შევძელითო, — დედა ელენემ. წამოსვლის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ გადაადგილება ძალიან უჭირთო…

დედა ელენე: „ჩვენთან მოხუცთა უმეტესობა ქუჩიდან არის მოყვანილი, მათ არავინ ჰყავთ კეთილი ადამიანებისა და ჩვენს გარდა. ამათი მიხედვისთვის ღმერეთი გაგვაძლიერებს და უფრო მეტს მოგვცემს.

უპოვარი ადამიანისადმი ასეთი ყურადღების გამოჩენა და ასეთი დაპურება, დიდი სიკეთეა. სიკეთე კი გადამდებია და ვფიქრობ რომ ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ბევრს გაუჩენს სიკეთის კეთების სურვილს.

მადლობა რომ ამ უპოვარ მოხუცებს ასეთი ბედნიერი დღე აჩუქეთ. ბევრმა არ იცის რამდენს ნიშნავს ეს თითოეულისთვის. გვეკეთებინოს სიკეთე, უფლის წინაშე მართლები რომ წარვსდგეთ. გადავარჩინოთ ჩვენი თავები ამ სიკეთის კეთებით და გადავარჩინოთ უპოვარი მოხუცები.

უფალი გვეუბნება დააპურებ უპოვარს? ე.ი მე დამაპურე. ამ კეთილი საქმით თქვენ უფალი გყავდათ დღეს სტუმრად. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მთელი ჩემი ლაზარეთის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას“.

ამ სიტყვებით დაემშვიდობა დედა ელენე „ჩაის სახლის“ მომსახურე პერსონალს.

ჩემო ძვირფასო მკითხველო, „ჩაის სახლმა“ ტრადიციად აქცია მოხუცებისთვის, თვეში ერთხელ თბილი საღამოების მოწყობა. დღეს, ჩვენ არ ვცხოვრობთ დალხინებულ ქვეყანაში, ამიტომ არა მარტო თავშესაფრის ხანდაზმულებს, არამედ ყველა მოხუცს შეუძლია „ჩაის სახლს“ მეგობრებთან ერთად ესტუმროს.

ლამაზი და დაუვიწყარი დღე „ჩაის სახლის“ საჩუქარი იქნება თითოეულისთვის.

ყველას, ვისაც გვერდით მოხუცი გყავთ, მოხუცი, რომელსაც  მეგობრებთან ერთად ყოფნა ენატრება, აუცილებლად დამიკავშირდით (597997887) და „ჩაის სახლთან“ ერთად მე გავუწევ მათ შეხვედრას ორგანიზებას. 

ჩემო ძვირფასო ბიზნესმენებო, ხანდაზმულთა პანსიონატებში, ბევრია ისეთი მოხუცი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, ბევრია ჩაწოლილი, ბევრია ყველასგან მიტოვეული, ამ მოხუცებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმ რეალობის გააზრება, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ…  სხვა გზა არა აქვთ… ყოველთვის თან დასდევთ იმის შეგრძნება, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი… მათ ჩვენ დღეს ძალიან ვჭირდებით. გთხოვთ გამომეხმაურეთ და ყველა იმ თავშესაფართან დაგაკავშირებთ, რომელშიც ყველასგან მიტოვებული და დაუძლურებული მოხუცები ცხოვრობენ.

კიდევ ერთხელ მადლობა „ჩაის სახლს“ ამ კარგი ინიციატივისთვის, მოხუცების გახარებისთვის, უპოვართა დაპურებისთვის <3

ერთად ვაკეთოთ სიკეთე და გავულამაზოთ დღეები ერთმანეთს <3

წლების შემდეგ ხომ ჩვენც ჩვენი მოგონებებით ვიცხოვრებთ…

სიყვარულით დეა 

📷:Francis Prymerski

ნანახია:(85)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გინდათ სურვილები შეგისრულდეთ

„თუ გინდა სურვილები შეგისრულდეთ, არასოდეს სხვის ჯიბრზე არაფერი გააკეთოთ. არ გადაუხადო სამაგიერო რაც არ უნდა დაგიშაონ. რასაც თქვენ ოცნებობთ, იმ თემაზე,


„მსოფლიო შემოვიარე და ქართველ ქალზე ლამაზი არსად მინახავს“

მსოფლიო შემოვიარე და არსად არ მინახავს ერთად აღებულიც კი, იმდენი ლამაზი ქალი, რამდენიც რუსთაველზე ერთი საათით ჩამომდგარს მინახავს… არ არსებობს


«ხალხი რაც იყო, ისევ იმ ხალხად დარჩა, ბუნებრივ არც ზნე უცვლია და არც ფერი“

«ხალხი რაც იყო, ისევ იმ ხალხად დარჩა, ბუნებრივ არც ზნე უცვლია და არც ფერი. დიდს დღესასწაულს ფიტა გამოეცალა, შინაგანი აზრი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*