»Lagidze Gallery» და »ზღვარზე»

by admin | 25 мая, 2013 19:29

31 მაისს სტუმრებს ლევან ლაღიძის საავტორო გალერეა მასპინძლობს. „Lagidze Gallery“, რომელიც ირაკლი აბაშიძის 85ში მდებარეობს დამთვალიერებელს ახალი ნამუშევრების გამოფენას სთავაზობს, სახელწოდებითზღვარი“. ამ ექსპოზიციაში, სხვა ახალ ტილოებთან ერთად მოხდება ახალი სურათისზღვარზე“ (სივრცის შესაძლებლობა) პრეზენტაცია. ეს სურა, რომელიც 8 ნაწილისაგან შედგება, მხატვრის ბოლო ორი წლის მხატვრული ძიებების შეჯამებას წარმოადგენს.

 

ეს გალერეა 2011 წლის თებერვალში გაიხსნა და მას შემდეგ იქ პერმანენტულად არის გამოფენილი ლევან ლაღიძის ფერწერული ტილოები. ექსპოზიცია დროდადრო იცვლება და ახალი ნამუშევრებით ივსება.

 

მე ახლა მხოლოდ სივრცეს ვხედავ…

და ვეძებ საზღვარს…

ამიტომ ვხატავ. 

 

ლევან ლაღიძე

ნანახია:(33)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/lagidze-gallery-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94/