ლადო ტატიშვილის ლექსების კრებული «Round midnight» გამოვიდა

by Nino | Май 11, 2016 14:26

გუშინ, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ტელე და რადიო წამყვანის ლადო ტატიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულს «Round midnight» ჰქვია და ორმოცდაორ უსათაურო ლექსს აერთიანებს. 63807_469337186437880_870956137_n

ამბობს, რომ ეს კრებული მისი ბიბლიაა, რომლის გასაჯაროვება და დღის შუქზე გამოტანა ძალიან გაუჭირდა. ოცი წლის ასაკიდან წერს. უყვარს ღამე წერა, მთვარის შუქზე, სიმარტოვესა და სიჩუმეში. ლექსის დასაწერად გამიზნულად არ ჯდება, ყველაფერი თავისთავად ხდება. 

არასოდეს იცის რას წერს, არ იცავს ლექსის სტრუქტურას, ხშირად არც რითმს. ამბობს, რომ პოეტი არ არის, ის ლექსის მხატვარია.

არავინ იცოდა, რომ წერდა, არადა ყველა ლექსს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, დაუკონკრეტებელი სახელებითა და გვარებით. ყველაზე ინტიმური და ყველაზე პირადი ისტორიებით, იმ პერსონაჟებით, ვინც ოდესმე მისი მუზა გამხდარა.

 

ნანახია:(62)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/lado-tatishvilis-leqsebis-krebuli-gamovida/