ლადო ტატიშვილის ლექსების კრებული «Round midnight» გამოვიდა | Jolo.ge


ლადო ტატიშვილის ლექსების კრებული «Round midnight» გამოვიდა

გუშინ, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ტელე და რადიო წამყვანის ლადო ტატიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულს «Round midnight» ჰქვია და ორმოცდაორ უსათაურო ლექსს აერთიანებს. 63807_469337186437880_870956137_n

ამბობს, რომ ეს კრებული მისი ბიბლიაა, რომლის გასაჯაროვება და დღის შუქზე გამოტანა ძალიან გაუჭირდა. ოცი წლის ასაკიდან წერს. უყვარს ღამე წერა, მთვარის შუქზე, სიმარტოვესა და სიჩუმეში. ლექსის დასაწერად გამიზნულად არ ჯდება, ყველაფერი თავისთავად ხდება. 

არასოდეს იცის რას წერს, არ იცავს ლექსის სტრუქტურას, ხშირად არც რითმს. ამბობს, რომ პოეტი არ არის, ის ლექსის მხატვარია.

არავინ იცოდა, რომ წერდა, არადა ყველა ლექსს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, დაუკონკრეტებელი სახელებითა და გვარებით. ყველაზე ინტიმური და ყველაზე პირადი ისტორიებით, იმ პერსონაჟებით, ვინც ოდესმე მისი მუზა გამხდარა.

 

ნანახია:(62)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ლადო ტატიშვილი

Related Articles

«მაუგლი» თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიდი პრემიერისთვის ემზადებიან. პირველად ქართულ სცენაზე მიუზიკლი «მაუგლი» დაიდგმება. დადგმის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე და


«ბასიანის» სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია

დღეს, საღამოს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ხალხური სიმღერების ანსამბლი «ბასიანი» სოლო კონცერტს გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრულიად განახლებული პროგრამით


«მრისხანება» თუმანიშვილის თეატრის სცენაზე

,,ცოტაც და ავფეთქდებით’’. ასე იწყება ამბავი რვა ადამიანისა, რომელთა ბიოგრაფიები სამუდამოდ გადაიკვეთა და მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა შეუძლებელი გახდა. თითეულ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<