«ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში»- გამონათქვამები ბედნიერებაზე | Jolo.ge


«ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში»- გამონათქვამები ბედნიერებაზე

«ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში»- გამონათქვამები ბედნიერებაზე

= ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი უდავო ბედნიერება- იცხოვრო სხვისთვის.

= იყავით დამნაშავე ადამიანის ბედნიერებაში, დამერწმუნეთ არავინ გაგასამართლებთ.

= ბედნირებაა, როდესაც დილით სამსახურში წასვლა გიხარია და საღამოს სიხარულით ბრუბდები სახლში.

= ერთ სიკეთეს რომ მეორე მიაყოლო, ისე რომ შუალედიც არ დარჩეს- აი, რა მიმაჩნია ბედნიერ ცხოვრებად.

= ადამიანები აუცილებლად იქნებიან ბედნიერნი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ჩათვლიან ბედნიერებას ცხოვრების მიზნად.

= ადამიანი თავის შეცდომებს აგროვებს და მერე მას ბედისწერას არქმევს.

= ბედნიერი ვარ, რადგან დრო არ მაქვს ჩემს უბედურებაზე ვიფიქრო.

= ყველაზე დიდი სასჯელი უბედურების ჟამს ბედნიერი დროის გახსენებაა.

= ნუ იბადები ლამაზი, დაიბადე ბედნიერი.

= უბედურება არასოდეს არ იგვიანებს, ბედნიერებას სულ ყოველთვის აგვიანდება.

= ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, არსებობს ბედნიერი დღეები.

= არ არსებობს ბედნიერებაზე უკეთესი კოსმეტიკა.

= გიყვარდეს და უყვარდე – არ არსებობს ამაზე მეტი ბედნიერება ამ ქვეყანაზე.

= უბედურებას თუ შეუშინდი, ბედნიერებაც აღარ იქნება.

= როდესაც ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე, მაგრამ ხშირად იმდენად დიდხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვერც კი ვამჩნევთ ახალ შანსს.

= სრულყოფილი ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ სხვები გააბედნიერო.

= ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ მას იქ, სადაც ის არის.

= ბედნიერების გასაღები არ არსებობს, კარი ყოველთვის ღიაა.

= ფულს არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს.

= ბედნიერებაა, როდესაც შენ არ იტყუები, რომ ბედნიერი ხარ.

= ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში.

= ბედნიერება ის სუნამოა, რასაც სხვას ისე ვერ აპკურებ, თავად არ დაგეცეს ორიოდე წვეთი .

= თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, მთელი არსებით უნდა მიეცე საყვარელ საქმეს, მაშინ დრო არ დაგრჩება იმის განსასჯელად, ხარ თუ არა ბედნიერი.

= არსებობს სულიერი ბედნიერების 2 სახეობა:სულის სიმშვიდე (სუფთა სინდისი) და ყოველთვის მხიარული გული. პირველი შედეგია უდანაშაულობის შეგრძნებისა, მეორე -ბუნების საჩუქარია.

= ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური.

= ბედნიერება მისი ხვედრია, ვინც ბევრს შრომობს.

ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.

 

ნანახია:(4353)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ბედნიერება

Related Articles

ლიმონიანი წყალი  — იდეალური სასმელი თქვენი ორგანიზმისთვის

ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი დიდი რაოდენობით სხვადასხვა სითხეს იღებს, ნატურალური თუ გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა და ბევრი სხვა ალტერნატივა. ზოგიერთ მათგანს


ადამინის ორგანიზმი სიცილის დროს აქტიურად წვავს კალორიებს

რაც შეიძლება ხშირად გაიცინეთ, რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი იცინის, ის რამდენიმე დღით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. იმის გამო, რომ სიცილის დროს ტვინის


„მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც“…

მე მაოცებენ ადამიანები, რომლებიც ცნებებზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, სიტყვებს ხარჯავენ, მათთვის ღირებულების მინიჭებაზე ენერგიას კი — არა… მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*